in

როგორ მიიღო Spotify-მ წარმატებული მომავლის გარანტი?

სანამ სფოთიფაის მომავალს შევეხებოდეთ, გავიხსენოთ, რომ იგი დენიელ ეკისა და მარტინ ლორენცონის მიერ დაარსებულმა პატარა სტარტაპმა 2008 წელს ჩაუშვა… ძალიან სახალისო და მწვანე ლოგოთი კი ნამდვილად აღაფრთოვანა საზოგადოება.

თავად ლოგოს ავტორი დიზაინერი და ინჟინერი რასმუს ანდერსონი გახლდათ, რომელმაც ლოგოსთვის Pantone 376-ის მწვანე ფერი გამოიყენა, o სხვა ასო-ბგერებისგან ოდნავ მაღლა მოათავსა და თითქოს Wifi-ის მსგავსი ხაზები დაუმატა, რომელიც ამ შემთხვევაში ხმის ტალღებს ასახავდა. ამას გარდა, ანდერსონი დიზაინის ყველა კომპონენტზე იყო პასუხისმგებელი, სხვადასხვა პლატფორმისთვის აპლიკაციებიც კი შექმნა, რაც მოიცავს დესკტოპ და მობილურ ვერსიებს, როგორც iOS-ისთვის, ისე webOS-ისთვის.

ახლა კი 2013 წელს დავუბრუნდეთ, როცა Web 3.0 ჯერ კიდევ არ იყო გამოსული, Spotify ამერიკაში ხელმისაწვდომი გახდა და აქ უკვე ნახავდით ადამიანებს გუგლის სათვალეებითა და Apple Watch-ით, Apple-ის iOS 8-ის რედიზაინსაც კი იხილავდით. ამ პერიოდში ვგულისხმობთ 2013-2015 წლებს, როდესაც ტექნოლოგიური კომპანიები რებრენდირებას ცდილობდნენ, ეს ტექნოლოგიებიდან მუსიკაზე თუ გართობაზე გადასვლას ჰგავდა… ამგვარად, Spotify-იც მუსიკიდან გასართობ ბრენდად განვითარდა. 

ამ ცვლილებას Collins ხელმძღვანელობდა, რომელსაც ბრენდის არსებული ნიშნის ახალი მიმართულებით განვითარება დაევალა. ლილენდ მაშმაიარი, Collins-ის დამფუძნებელი, საუბრობდა იმაზე, თუ რამდენად სჭირდებოდა ბრენდს კომუნიკაციის მეტად მრავალფეროვანი გზებით დამყარება. ეს მოახერხეს კიდეც — ფერების, ფოტოგრაფიის, გრაფიკული ფორმებისა და გრადიენტების მრავალი ვარიანტით. 

თუმცა Collins-თან თანამშრომლობა მარტო ვიზუალური ელემენტების გაფართოებას არ გულისხმობდა, მათ Colorizer-ის პროგრამაც შემოგვთავაზეს, რათა ფოტოების სტილის, ფერებისა და სხვა დეტალების ავტომატიზაცია შესაძლებელი გამხდარიყო — Spotify-ს იმდენი კონტენტი ჰქონდა დასამუშავებელი, რომ პროგრამის ქონა, რომელიც მძიმე საქმეს შეასრულებდა, ფანტასტიკური იქნებოდა.

ამგვარად, პროგრამის შემოტანით Collins-მა Spotify-ის მომავალიც უზრუნველყო — თუ 2015 წელს ყოველდღიურად 20 000 ახალ სიმღერას უშვებდნენ, შემდგომში ამ ციფრმა 2-ჯერ მეტს, 49 000-ს მიაღწია. დღეს კი მსოფლიოს ყველა წერილიდან გვაწვდის მუსიკას წარმოუდგენლად კარგი ფოტოებისა და გრაფიკების თანმხლები კოლექციებით… მაგრამ რას უწოდებდით მას? რომელია უფრო მეტად? მუსიკის, გართობისა თუ ტექნოლოგიური კომპანია?

შეგვიძლია, აქ ერთი რამ დარწმუნებით გითხრათ — Spotify-ის ბრენდმა და ვიზუალურმა კულტურამ დროს გაუძლო, აი Collins-ის მუშაობამ კი მომავლის გარანტი შემოგვთავაზა…

ნახეთ: სამყარო განსხვავებული პერსპექტივით

როგორ შეიცვლება Flutter Entertainment-ის დიზაინ გუნდის გეზი საქართველოსა და სომხეთში, ანნა გუგუტიშვილის ხელმძღვანელობით