in

Spotify-მ და Netflix-მა ერთობლივი აუდიო ჰაბი შექმნეს!

ახალი ჰაბი ამჟამად რამდენიმე ქვეყანაშია ხელმისაწვდომი

Spotify და Netflix, აუდიოსა და ვიდეოს ორი უმსხვილესი სტრიმინგის სერვისი, ახალი ჰაბის შესაქმნელად გაერთიანდა! ერთობლივი სერვისი მოიცავს საუნდტრეკებს ნეტფლიქსის ფილმებიდან და შოუებიდან.

ჰაბი გასული კვირის სამშაბათს ამოქმედდა და მასში თავმოყრილია ოფიციალური ალბომები, ფლეილისტები, პოდკასტები და სხვას პოპულარული აუდიოები. მათზე წვდომა შეუძლიათ როგორც უფასო, ისე პრემიუმ მომხმარებლებს — ცხადია, განსხვავდება მათი პაკეტები. სერვისი მოიცავს ფლეილისტებს Bridgerton, Squid Game, Bruises, Cowboy Bebop-დან და სხვა. აქ მსმენელებს შეუძლიათ იპოვონ Netflix-ის პოდკასტები, როგორიცაა Okay, Now Listen, Netflix Is A Daily Joke და The Crown: The Official Podcast.

რეალურად, ახალი სერვისის შექმნას საკმაოდ ლოგიკური საფუძველი აქვს — ნეტფლიქსის კონკრეტული სერიალისა თუ შოუს ყურების შემდეგ მომხმარებლები საუნდტრეკს ან მასში გამოყენებულ მუსიკას ეძებდნენ. ამას კი საძიებო სისტემების ანალიზი მოწმობს. დღევანდელი პოპულარული შოუები და ფილმები არა მხოლოდ შთააგონებს თაყვანისმცემლებს, არამედ აძლიერებს აკვიატებას… იმდენად, რამდენადაც Squid Game-ის დებიუტიდან ორი კვირის განმავლობაში, Spotify-ის მსმენელებმა 22 500-ზე მეტი უნიკალური თემატური მუსიკალური სია შექმნეს.

როგორც ამ გამოცდილების ნაწილი, Spotify ხაზს უსვამს ექსკლუზიურ კონტენტს, მათ შორის ახალ მიმართულებას “La Casa De Papel”-ისთვის ვიდეოებითა და ვიქტორინებით. ასევე, შეიქმნა ახალი და გაუმჯობესებული ალბომი “The Harder They Fall”, რომელიც შეიცავს კულისებში გადაღებულ კადრებს.

ამ ეტაპზე Netflix Hub ხელმისაწვდომია აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიასა და ინდოეთში.

ამბავი კომპანიაზე, რომელიც პირველ ტელეფონთან ერთად დაიბადა

Samsung-მა კონცეპტუალური რობოტი ძაღლი შექმნა!