in

Spotify-ს ახალი ფუნქცია Daylist ემატება — „სიმღერები მთელი დღისთვის“

veon
veon

Spotify-მ ახალი ფუნქცია შეიმუშავა, სახელწოდებით Daylist. ეს უკანასკნელი უნიკალურ ფლეილისტს წარმოადგენს, რომელიც დღის ნებისმიერ პერიოდს, საქმიანობას თუ განწყობას შეესაბამება. არ აქვს მნიშვნელობა, დილაადრიან მგზავრობთ, საღამოს სადილს ამზადებთ თუ მეგობრებთან შესახვედრად მიდიხართ — თითოეული მომენტისა და ემოციისთვის მოიძებნება კონკრეტული ტრეკი.

საგულისხმოა, რომ სია ყოველდღიურ განახლებებს განიცდის, აერთიანებს ახალ ტრეკებს და მუსიკოსებს. ეს ყველაფერი კი Spotify-ის აპლიკაციასთან წარსულ ინტერაქციას ეფუძნება. მაგალითად, თუ თქვენი დილა სავსეა ოპტიმისტური და ხალისიანი მელოდიებით, ანალოგიურ რეკომენდაციებს მიიღებთ.

როგორც ჩანს, აღნიშნული ფუნქცია Niche Mixes-ის გაფართოებას წარმოადგენს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სხვადასხვა აქტივობა, განწყობა ან ესთეტიკური ხედვა შეიყვანონ პერსონალიზებული ფლეილისტის მისაღებად. ახლა კი ბრენდი მეტად უჭერს მხარს ინდივიდების უნიკალურ, რეალურ ჩვევებს და ქმნის ყოვლისმომცველ მუსიკალურ სიებს, რომლებიც მთელი დღისთვის იქნება განკუთვნილი.

გარდა ამისა, Daylist-ის ვიზუალიც ადაპტირებადია დროის მონაკვეთის მიხედვით — იქნება ეს ლურჯის ცის ფონზე გამოსახული მზე, საღამოს ელფერი თუ ღამის ცაზე გამოსახული მთვარე.

ასტრონომებმა საიდუმლო რგოლის მქონე გალაქტიკა აღმოაჩინეს!

AI-ზე ორიენტირებული ახალი პოზიციები მარკეტინგში