in

Spotify-მ აპლიკაციის დესკტოპ ვერსია განაახლა

veon
veon

მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით მსმენელი ყოველდღიურად ტკბება მუსიკით Spotify-ის მობილური აპლიკაციების საშუალებით, მისი დესკტოპ აპლიკაცია ბევრისთვის მოუხერხებელია. საბედნიეროდ, სტრიმინგის სერვისმა ახლახან განაახლა მისი ვიზუალური იდენტობა, რასაც ერთ-ერთ ყველაზე დიდი განახლებას უწოდებენ.

აპლიკაციის კომპიუტერში გახსნისას მომხმარებლები კვლავ დაინახავენ დათვალიერების ძველებურ ვარიანტებს, რეკომენდებულ სიმღერებს და პოდკასტის ეპიზოდებს — უბრალოდ, ახალი ჩანართებით: „Your Library“ ეკრანის მარცხენა მხარეს და მარჯვნივ „Now Playing“.

პირველი მათგანი საშუალებას გაძლევთ, შენახული მუსიკების ან პოდკასტების ველში გადახვიდეთ — შესაბამისად, რამდენიმე ეტაპის გავლა აღარ დაგჭირდებათ კონკრეტული სიმღერის ან ფლეილისტის გასახსნელად. თანაც შესაძლებელია განყოფილების უფრო მინიმალისტური სახის შენარჩუნება.

ეკრანის მარჯვენა მხარეს მდებარე ჩანართში „Now Playing“, მომხმარებლებს იმის ნახვა შეუძლიათ, რაც მოცემულ მომენტში აქვთ ჩართული. აქვე ნახავენ შემსრულებლის ბიოგრაფიულ ინფორმაციას — თუ სამომავლო ტურების თარიღები ცნობილია, ისიც გამოჩნდება აღნიშნულ ველში.

დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, Spotify-მ მომხმარებლებს საშუალება მისცა, მოძებნონ კონკრეტული ფლეილისტები და მარტივად გადავიდნენ ერთიდან მეორეში; დაპინონ სასურველი მათგანი და სასურველი მახასიათებლების მიხედვით დაალაგონ.

რა გელით 2023 წლის Tbilisi Open Air-ზე

EU: 2027 წლიდან სმარტფონებს ადვილად გამოცვლადი ელემენტი უნდა ჰქონდეს