in

Spotify-ს ახალი ფუნქცია პერსონალურ მუსიკალურ რეკომენდაციებს გაძლევთ!

როგორ მუშაობს ახალი მახასიათებელი?

veon
veon

ფლეილისტების შემქმნელებმა იციან, რომ ზოგიერთი ჩაწერილი სიმღერების სიის შედგენა ადვილია. თუმცა რიგ შემთხვევებში შეიძლება, გაცილებით რთული იყოს ტრეკების პოვნა, რომლებიც ტონს ან განწყობას შეესაბამება. ან, შესაძლოა, თქვენი მუსიკალური ჰორიზონტის გაფართოება და ახალი სიმღერების თუ შემსრულებლების მოძიება გსურდეთ.

აქ ხსენებული საკითხების მოსაგვარებლად, Spotify-მ ახალი ფუნქცია, Enhance წარადგინა, რომელიც პრემიუმ მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ეს მათ საშუალებას მისცემს, ადვილად დაამატონ პერსონალური რეკომენდაციები მუსიკალურ სიებში.

Enhance საუკეთესო ტრეკებს აერთიანებს და პერსონალურ რეკომენდაციებს გაძლევთ, რათა მარტივად შექმნათ პირადი სიები. თანაც, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გაააქტიუროთ ან გამორთოთ ეს ფუნქცია. აი, როგორ მუშაობს ახალი მახასიათებელი:

  • უბრალოდ ჩართეთ და გამორთეთ ეს ფუნქცია. ამისათვის მუსიკალური სიის ზედა ნაწილში ახალ ღილაკს უნდა დააჭიროთ, სახელწოდებით Enhance.
  • ამის შემდეგ გამოჩნდება რეკომენდაციები. ყოველი ორი ტრეკის შემდეგ ერთ რეკომენდაციას მიიღებთ, დღეში მაქსიმუმ – 30-ს.
  • თუ შემოთავაზებული სიმღერა მოგეწონებათ, დააწკაპუნეთ + ნიშანს, რათა იგი თქვენი სიის ნაწილად აქციოთ.
  • ეს არის დამატება და არა – შემცვლელი. დამატებული სიმღერები არასდროს იქნება სხვებით ჩანაცვლებული.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, Enhance-ის მეშვეობით თავიანთ მსმენელებს ეხმარებიან, მეტად აკეთონ ის, რაც უყვართ. სამომავლოდ  ფუნქცია კიდევ განვითარდება და მეტ საინტერესო მახასიათებელს შემოგვთავაზებს.

მომდევნო ერთი თვის განმავლობაში Enhance მხოლოდ კონკრეტული ბაზრის პრემიუმ მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, ანდროიდ და iOS მოწყობილობებზე. უახლოეს თვეებში კი სხვა ბაზრების დამატებაც იგეგმება.

ამჟამად აქტიური ბაზრების ჩამონათვალი კი ასეთია:ანდორა, ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბრაზილია, ბულგარეთი, კანადა, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიტვა, ლუქსემბურგი. , მალტა, მექსიკა, მონაკო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ.

რას უწყობს ხელს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა?

დღის რომელ პერიოდშია ვარჯიში სასურველი?