in

Spotify-ის 1 წელი საქართველოში! სტატისტიკა და ტენდენციები ქართულ მუსიკაში

Spotify საქართველოში გასული წლის 23 თებერვალს ამოქმედდა — ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის ერთი წლის იუბილეს აღვნიშნავთ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აპლიკაციამ დიდი მოწონება და აქტიური მოხმარება დაიმსახურა, როგორც მუსიკოსების, ისე მომხმარებლების მხრიდან.

რიცხობრივ სტატისტიკას თუ მივმართავთ, შედეგები ასეთი იქნება: საქართველოში სფოთიფაის 9.6 მილიონი საათის განმავლობაში უსმენდნენ; მომხმარებლებმა შექმნეს 347 000-ზე მეტი ფლეილისტი.

ადგილობრივ შემსრულებლებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით “დაგდაგანი” სარგებლობს. ხოლო LOUDspeakers-ის “The World in My Eyes” საქართველოში ყველაზე ხშირად მოსმენადი სიმღერაა. თუმცა უცხოეთში ქართველი ფავორიტი შემსრულებელი ხატია ბუნიათიშვილია — პიანისტს განსაკუთრებით ხშირად უსმენენ აშშ-ში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

ლოკალური ჟანრები, რომლებიც პლატფორმაზე ჩნდება, მოიცავს lo-fi jazzhop-ს, ქართულ ფოლკლორს და ქართულ ალტერნატივას. ქართველი ალტერნატიული არტისტი ნინი ნუცუბიძე კიდევ ერთი მომღერალია, რომელმაც საქართველოში Spotify-ის გაშვების შემდეგ მსმენელის მკვეთრი ზრდა განიცადა, ისევე როგორც Saturra-მ.

შეგახსენებთ, რომ Spotify მსოფლიოში ყველაზე პოპულარული აუდიო სტრიმინგის სააბონენტო სერვისია — 406 მილიონზე მეტი ყოველთვიური აქტიური მომხმარებლითა და 180 მილიონი პრემიუმ აბონენტით. ამ დროისათვის სფოთიფაი მსოფლიოს 184 ბაზარზე მოქმედებს და ის მოიცავს 3.6 მილიონ პოდკასტს და 72 მილიონზე მეტ ტრეკს.

მარილისა და ჟელატინისგან შემუშავებულ მასალას “თვითგანკურნების” უნარი აქვს

ჩაი დილით, შუადღეს და საღამოს – ინგლისური კულტურა