in

Spotify-ის ახალი ფუნქცია ინდივიდუალურად მორგებულ რეკომენდაციებს გვთავაზობს

veon
veon

Spotify ახალ ფუნქციას Exclude from your Taste Profile-ის სახელით გვაცნობს და სახელითვე გვეუბნება, რომ იგი ე. წ. ფლეილისტების შერჩევის საშუალებას მოგვცემს. ეს იმას ნიშნავს, რომ სიმღერებს, რომლებსაც თქვენი შვილი ან ოჯახის სხვა წევრები უსმენენ, გავლენა ვეღარ ექნება თქვენს პერსონალიზებულ რეკომენდაციებზე. 

კომპანიის თქმით, ფუნქცია ამცირებს იმ გავლენას, რომელიც ფლეილისტებს აქვს რეკომენდებულ კონტენტზე. ამგვარად, თუ თქვენს შვილს Elmo’s Favorite Elmo Songs! უყვარს, ახალი ფუნქცია დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ მსგავსი სიმღერების მოსმენას თქვენს ყოველდღიურ ფლეილისთსა და სხვა ალგორითმის მიერ გენერირებულ კონტენტში. 

Exclude from your Taste Profile მხოლოდ ფლეილისტებზე მუშაობს და არა, ალბომებზე ან ინდივიდუალურ სიმღერებზე. Spotify-ს თქმით, ამ ფლეილისტში მოწონებული სიმღერები კვლავ იმოქმედებს რეკომენდაციებზე, ამიტომ, მგონი, კარგი იქნება, თქვენს ოჯახის წევრებს გულის ღილაკზე თითის დაჭერისგან თავის შეკავებას თუ სთხოვთ…

ამასთან, Spotify ფუნქციის starting today-ს გამოშვებას გეგმავს. იგი iOS-ზე, ანდროიდზე, დესკტოპსა და ვებზე იმუშავებს. ხოლო, როცა ხელმისაწვდომი გახდება, თქვენ შეგეძლებათ არჩეული ფლეილისტიდან კონკრეტული სიმღერები ამოიღოთ — შედით ფლეილისტში, დააკლიკეთ ზემოთ არსებულ სამწერტილიან მენიუს და აირჩიეთ Exclude from your Taste Profile. მეტიც, ამ ფუნქციის გამორთვას ნებისმიერ დროს მსგავსი პროცესის გამეორების შემთხვევაში შეძლებთ. 

გენერაციული AI საძიებო სისტემების რევოლუციას ვერ მოახდენს

ახალი პლასტირი ადამიანებს შეხების შეგრძნებას დისტანციურად გადასცემს