in

Spotify-ს მფლობელს ლონდონის „არსენალის“ შეძენა სურს

ინგლისური კლუბის პრეზიდენტის, სტენ კროენკეს მუშაობითა და პოზიციონირებით, ფანები უკიდურესად უკმაყოფილოები არიან და კლუბის გაყიდვას აქტიურად ითხოვენ.

Sporti
Sporti

ლონდონის „არსენალს“, შესაძლოა, მალე ახალი მფლობელი ჰყავდეს. „სპოთიფაის“ მფლობელი, დანიელ ეკი „მეთოფეების“ აქციების 51%-ის შეძენას აპირებს. ამ გარიგების წარმატებით დასასრულებლად ეკი აღნიშნულ მოლაპარაკებებში ლონდონური კლუბის ლეგენდებსაც რთავს. საუბარია ტიერი ანრიზე, პატრიკ ვიერასა და დენის ბერგამპზე. ეს ოთხეული კლუბის გამოსყიდვას გაერთიანებული ძალებით შეეცდება. ინგლისური კლუბის პრეზიდენტის, სტენ კროენკეს მუშაობითა და პოზიციონირებით, ფანები უკიდურესად უკმაყოფილოები არიან და კლუბის გაყიდვას აქტიურად ითხოვენ.

კლუბის მართვითა და სტრატეგიით ტიერი ანრიც უკმაყოფილოა: „ისინი „არსენალს“ უძღვებოდნენ, როგორც კომპანიას და არა – როგორც საფეხბურთო კლუბს. შესაძლოა, ეს ყველაფერი ფეხბურთის ძირითადი პრინციპების არცოდნამ ან საკმაოდ დიდ თანხებთან კავშირმა გამოიწვია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მათ მცდარი გადაწყვეტილებები მიიღეს და ეს ნათლად ჩანს“, – ამბობს ფრანგი.

„არსენალის“ გარშემო შექმნილ ვითარებას, დანიელ ეკიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „მეთოფეებს“ ბავშვობიდან გულშემატკივრობს და სიამოვნებით გახდება კლუბის ახალი მფლობელი.

მუსიკალური სერვისის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ოფიციალურ წინადადებას ამზადებს „არსენალის“ ამჟამინდელი მფლობელ სტენ კრონკესთვის. გაზეთ „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, 38 წლის მილიარდერი სერიოზულად არის განწყობილი და მისი ფინანსური რესურსების კლუბისკენ მიმართვასა და სერიოზულ ინვესტირებას აპირებს.

2018 წელს, კროენკემ კლუბი 550 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ შეიძინა, გავრცელებული ინფორმაციით, ის კლუბის გასხვისებას მილიარდზე ნაკლები შეთავაზების შემთხვევაში არ აპირებს.


ადამიანი, რომელმაც ბუდელის კუნძულზე 32 წელი მარტომ გაატარა, საცხოვრებელს ტოვებს

რაოოო? „ბუდვაიზერი“ უფასო ლუდს სთავაზობს მათ, ვინც ვაქცინას გაიკეთებსო!