in

Spotify მაშინაც კი შეგიცვლით განწყობას, თუ შეყვარებული მიგატოვებთ

Spotify-მ კამპანია “Mood toh tabhi banega, jab Spotify chalega” წამოიწყო, რაც ნიშნავს: თქვენი განწყობა მხოლოდ მაშინ შეიცვლება, როცა Spotify-ს გამოიყენებთ. ეს სახელი კი მისი შინაარსის შესახებ უკვე ბევრს გვეუბნება. კამპანიაში ხაზს უსვამენ იმას, თუ როგორ ცვლის მუსიკა ადამიანის ემოციებს. ლეო ბენეტის ფილმი კი უშუალოდ Spotify-ს ძალაზე საუბრობს, როგორ შეუძლია მას სიმღერა თითოეული ადამიანის განწყობას მოარგოს.

ფილმებში თაობა Z-ის წარმომადგენლები სხვადასხვა სიტუაციაშია ნაჩვენები, იქნება ეს სახლის წვეულება, რომანტიკული გასეირნება თუ დაშორება. მთავარი პერსონაჟების განწყობა კი მუსიკის მოსმენისთანავე დადებითად იცვლება.

მაგალითად, როცა ბიჭი მეგობრებს პარტნიორთან დაშორების შესახებ აცნობებს, მუსიკა მის აზრებს შეცვლის და ფიქრს უკვე იმაზე დააწყებინებს, თუ რისი გაკეთება შეუძლია მარტოს. მეორე ფილმში კი ორი გოგო უცნობებით სავსე წვეულებაზე აღმოჩნდება, ხოლო მესამე ნაწილი უკვე შეხვედრაზე პარტნიორის დაგვიანებას ეხება… 

მუსიკას ჩვენი ექოების დამშვიდების ძალა აქვს, არ აქვს მნიშვნელობა, რა გარემოებაში ხდება ეს. აღნიშნავს იმას, რასაც კონკრეტულ მომენტში ვგრძნობთ და ამასთან, ცვლის ჩვენს განწყობას უკეთესობისკენ, თუ თავიდანვე თავს კარგად არ ვგრძობთ. ჩვენი ახალი კამპანიის ძირითადი იდეა მარტივია — მუსიკა ჩვენს გრძნობებს კარგი გზით ცვლის. ის ემოციების გამოშვებაში, ყინულის გატეხვასა და ცხოვრების პოზიტიურად დანახვაში გეხმარებათ. სიტუაციები, რომლებიც ჩვენ ავირჩიეთ, უკავშირდება თაობა Z-ს, ასე რომ, ვიმედოვნებთ, ისინი ჩვენს ახალ რეკლამებს დაუკავშირდებიან, — ამბობს ნეჰა აჰუჯა, მარკეტინგის ხელმძღვანელი.

როგორ გავაკეთოთ საუკეთესო პრეზენტაციები?

Wix Vs WordPress – პლატფორმებს შორის 5 ძირითადი განსხვავება