in

Spotify-ზე “ჰარი პოტერის” აუდიო ვერსია დაემატება, რომელსაც ცნობილი ადამიანები გაახმოვანებენ

თითქმის 20 წელი გავიდა, რაც ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყაროს შესახებ, პირველი ფილმი გამოვიდა, სახელწოდებით “ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”. პანდემიის პერიოდში, მსმენელების გასახალისებლად, შეიქმნა აუდიო პროგრამა Harry PotterAt Home, რომელიც Spotify-ზე იქნება ხელმისაწვდომი. პროექტის ფარგლებში, წიგნს ცნობილი ადამიანები ახმოვანებენ. მაგალითად, პირველ თავს ჰარი პოტერის როლის შემსრულებელი დენიელ რედკლიფი კითხულობს. გამხმოვანებლებს შორის არიან: დაკოტა ფანინგი, დევიდ ბეკჰემი, ჰომა დუმეზვენი, ედი რედმეინი, კლაუდია კიმი და სხვები.

წიგნის აუდიო ჩანაწერი Spotify-ზე ნაწილ-ნაწილ დაემატება ივნისიდან. ის ხელმისაწვდომი იქნება ასევე, ვებგვერდზე Harry Potter At Home.

საინტერესოა, რომ ოჯახურ თემატიკასთან დაკავშირებული კონტენტის მიმართ ინტერესი, 2020 წელს, 19%-ით გაიზარდა. ამ ზრდას, ნაწილობრივ, პანდემიას უკავშირებენ. ზრდა აისახა Spotify-ის შემოსავლებზეც: გასულ კვირას, Spotify-მ ანგარიშში აღნიშნა, რომ პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალმა $1.8 მლრდ შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებს 22%-ით აღემატება.

Afternoon Version ახალ სინგლს, „You Only” ავრცელებს

GRMUSIC, ანუ საქართველოს ღირსშესანიშნაობებიდან აჟღერებული ელექტრონული მუსიკა