in

Spotify-მ პოპულარული მუსიკალური თამაში Heardle შეიძინა

M2

Spotify-მ უახლესი შენაძენის შესახებ განაცხადა: ეს Heardle-ის ინტერაქტიული მუსიკალური თამაშია, რომელიც, თავის მხრივ, Wordle-ის სიტყვების თამაშით არის შთაგონებული. თუმცა კომპანია არ ამჟღავნებს, რა დაუჯდა მას ეს შენაძენი…

თუ, მაგალითად, Wordle-ის მოთამაშეები სიტყვებს ასოებით იცნობენ, Heardle-ის მოთამაშეები სიმღერებს ნოტების დახმარებით ასახელებენ. მათ 6 სავარაუდო ვარიანტი აქვთ, თითოეული მინიშნება კი მუსიკის რამდენიმე წამს ასმენინებს, რათა შემდეგი პასუხიც გამოიცნონ. საბოლოოდ, მათ სიმღერის ბოლომდე მოსმენის საშუალებაც აქვთ, მიუხედავად იმისა სწორად გამოიცნეს თუ არა.

Spotify კი მიიჩნევს, რომ Heardle უფრო მეტია, ვიდრე თამაში და ის მუსიკალური აღმოჩენების ინსტრუმენტიცაა. თუმცა თამაშის ძველმა მოყვარულებმა არ უნდა იდარდოთ, რადგან მასში არაფერი შეიცვლება და იგი უფასოც იქნება. სრული სიმღერის მოსმენას კი უკვე Spotify-ზე თამაშის ბოლოს მოახერხებთ. 

მალე მთელ მსოფლიოში ასობით მილიონზე მეტ ადამიანს თამაშის შესაძლებლობა ექნება, თანაც, მათ მშობლიურ ენაზე, — აცხადებენ Spotify-ში. 

ამჯერად კი იგი აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშია ხელმისაწვდომი. 

საინტერესოა ისიც, რომ Spotify აპლიკაციაში Heardle-ისა და „სხვა ინტერაქტიული გამოცდილების ინტეგრირებას გეგმავს. 

„ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ინოვაციურ და მხიარულ გზებს, რათა სიმღერების აღმოჩენის პროცესი გავაუმჯობესოთ და შემსრულებლებს ახალი გულშემატკივრების პოვნაშიც დავეხმაროთ. HEARDLE-მა დაამტკიცა, რომ მართლაც სახალისო გზაა მილიონობით გულშემატკივრის მათთვის საყვარელ თუ ახალ სიმღერებთან დასაკავშირებლად. მეგობრებთან შეჯიბრისთვისაც კარგი საშუალებაა, რათა დაადგინოთ, ვის აქვს უკეთესი მუსიკალური ცოდნა, — ამბობს ჯერემი ერლიჩი, Spotify-დან.

Cardi B-ის და Kanye West-ის ახალ კლიპზე ლადო კვატანიამ იმუშავა

„მე შენზე წიგნი დავწერე…“ – წიგნაკი „აი“, რომლითაც ნებისმიერს გაუზიარებთ ემოციებს