აუდიოფილებო შეგიძლიათ, სიახლით დატკბეთ! Spotify-მ განაცხადა, რომ პრემიუმ მომხმარებლები Spotify HiFi-ის მეშვეობით, საკუთარ მოწყობილობებსა და Spotify Connect-enabled დინამიკებზე, CD ხარისხის მუსიკას უდანაკარგო აუდიო ფორმატში მიიღებენ.
როგორც კომპანია აცხადებს, რომ Hi-Fi მქონე აუდიოებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. აღსანიშნავია, რომ გარდა Spotify Connect-ისა, კომპანია “მსოფლიოს ზოგიერთ უდიდეს” დინამიკის მწარმოებელ კომპანისთანაც თანამშრომლობს, რათა Spotify Hi-Fi მომხმარებელთა უმეტესობისთვის იყოს ხელმისაწვდომი.
Spotify-ის მიწოდების სიჩქარე უფასო აბონენტებისთვის არის 160kbps, ხოლო პრემიუმ აბონენტებისთვის – 320kbps. ამ ეტაპზე, ცხადია, რომ კომპანია მუსიკაზეა ფოკუსირებული. ამიტომ, უცნობია, მიიღებს თუ არა პოდკასტები CD ხარისხს. თუმცა პოდკასტებთან მიმართებითაც გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე – კომპანია თანამშრომლობს DC-სა და Warner Bros.-თან, რათა ნარატიული პოდკასტები შექმნან. “სფოთიფაიმ” ასევე გამოაცხადა Anchor-სა და WordPress-თან პარტნიორობა, რომელიც ბლოგერებს საშუალებას მისცემს, წერილობითი შინაარსის პოდკასტები გამოაქვეყნონ.
და ბოლოს, როგორც ჩანს, “სფოთიფაი” სიახლეებით არ იღლება. როგორც ჩანს, კომპანია 85 ახალ ბაზარს იპყრობს და მთლიანობაში მისი სერვისი 170-ზე მეტ ქვეყანაში იქნება. მათ შორისაა საქართველოც, სადაც ახლა უკვე ოფიციალურად გახდება მისი მოქმედება შესაძლებელი.