in

Spotify-ს სურს, K-Pop-ის გულშემატკივრებისთვის მთავარ პლატფორმად იქცეს

ამიტომ, კამპანიაში BI-ს, Itzy-სა და Seventeen-ს ნახავთ

მუსიკის სტრიმინგის პლატფორმას Spotify-ს K-Pop On!-ით K-Pop-ის სუპერფანების ცდუნება სურს. ამიტომ, ახალ კამპანიაში არტისტებს BI-ს, Itzy-სა და Seventeen-ს გვაჩვენებს და მიზნად ისახავს, K-Pop-ის გულშემატკივრებისთვის მთავარ სტრიმინგ პლატფორმად იქცეს. 

მოკლემეტრაჟიანი ფილმების სერია ვარსკვლავებს სხვადასხვა სიზმრისეულ სამყაროებში გვაჩვენებს, რითაც განსხვავებულ ჟანრებსაც აცოცხლებს — რეპერი BI ფუტურისტულ მეტროპოლიის ქუჩებში დადის, Itzy-ს ნეონით განათებულ სამყაროში ვხედავთ, Seventeen-ს კი იდუმალი მთების საოცრებათა ქვეყანაში. 

მეტიც, Spotify K-Pop შემსრულებლებისა და თაყვანისმცემლების ბუნებრივ სახლად აცხადებს თავს. საკუთარი თავის, როგორც კორეული მუსიკალური კულტურის ცენტრის პოპულარიზაციის მიზნით, Spotify იქნება როგორც განვითარებადი და ჰარდროკ არტისტების, ისე ჩვეულებრივი თაყვანისმცემლების სახლი, რომლებიც ჟანრს BTS-ის მეშვეობით იცნობენ. K-Pop On!-ის ფლეილისტი კი ახალ მსმენელებს საუკეთესო K-Pop მელოდიებს ჰპირდება.

„ყველგან ყოფნა“ არასწორი მარკეტინგული სტრატეგიაა

ნახეთ: BEERSHINE-ის ლუდის მინიმალისტური შეფუთვა