9
Dec
2019

რას უსმენდა მსოფლიო, ბოლო 10 წლის განმავლობაში? – Spotify-ის კამპანია

9 Dec 2019

Spotify, მხოლოდ 2019 წელს კი არა, მთლიან ათწლეულს აჯამებს. გაინტერესებთ, რას უსმენდა მსოფლიო, ბოლო ათწლეულის განმავლობაში? მომხმარებლის მუსიკალურ გემოვნებას, მათივე სტატისტიკაზე დაყრდნობით, Spotify-მ კამპანია მიუძღვნა. ბილბორდებზე ასახულია, როგორ იზრდებოდა, მაგალითად, ბონი ტაილერის პოპულარობა, 2017 წლის მზის დაბნელების პერიოდში (17-დან 21 აგვისტომდე), სიმღერით Total Eclipse of the Heart. რებეკა ბლეკის სიმღერას Friday კი, მსმენელი პარასკევობით უსმენდა. ბუნებრივია, 10 წლის განმავლობაში დაგროვილი მონაცემების საშუალებით, ბევრის თქმაა შესაძლებელი. Spotify-ის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, მსმენელებში 80-იანი მუსიკისადმი ინტერესი იზრდება. გარე რეკლამაში, პოსტერებს შორის მოხვდა მარია კერიც, სიმღერით All I Want For Christmas Is You. მარია კერი Spotify-ის საახალწლო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია და “სფოთიფაის” მსმენელებს შორის პოპულარობაც სწორედ ამ სიმღერით მოიპოვა. “სფოთიფაის” ბილბორდები 21 ქვეყანაში გამოჩნდა.

განხილვა