in

Spotify-მ კონტენტის მოდერაციისთვის განკუთვნილი კომპანია, Kinzen შეისყიდა

ეს პლატფორმის უსაფრთხოებას გაზრდის

veon
veon

Spotify-მ შეისყიდა Kinzen, დუბლინში დაფუძნებული კომპანია, რომელიც მანქანურ სწავლებას და ადამიანებს იყენებს აუდიო კონტენტის მოდერაციისთვის. კერძოდ, საუბარია ტექნოლოგიაზე, რომელიც პოტენციურად მავნე შინაარსისა და სიძულვილის ენის სკანირებისთვისაა განკუთვნილი. სფოთიფაის თქმით კი ეს უნიკალური ტექნოლოგია განსაკუთრებით შეეფერება პოდკასტინგსა და აუდიო ფორმატებს.

„დიდი ხანია, ეფექტური თანამშრომლობა გვაქვს Kinzen-თან და მის გამორჩეულ გუნდთან. ახლა ერთობლივი მუშაობით, შეგვიძლია, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მავნე შინაარსის აღმოჩენისა და გამოსწორების უნარი. რაც მთავარია, უკეთ შევისწავლით ადგილობრივ კონტექსტს“, — აღნიშნავს დასტი ჯენკინსი, Spotify-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის გლობალური ხელმძღვანელი. მისი თქმით, ეს ინვესტიცია აფართოებს სფოთიფაის მიდგომას პლატფორმის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად სერიოზულად იღებს კომპანია უსაფრთხო და სასიამოვნო გამოცდილების შექმნის ვალდებულებას.

ორმა კომპანიამ ერთად მუშაობა ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო და Spotify ამბობს, რომ ეს თანამშრომლობა „კრიტიკული“ იყო მათი მიდგომის გასაუმჯობესებლად — პლატფორმის უზრუნველსაყოფად, რომელიც უნდა ასობით ენასა და დიალექტზე  უნდა მუშაობდეს, შინაარსის ნებისმიერი ნიუანსისა და მიზნის გაანალიზების უნარით.

„ინსტრუმენტებისა და გამოცდილების ერთობლიობა არის Kinzen-ის უნიკალური ძალა, რომელიც აუცილებელია განვითარებადი ბაზრის ბოროტად გამოყენების ტენდენციების იდენტიფიცირებისთვის და პოტენციურად მავნე შინაარსის აღმოსაფხვრელად“, — განმარტა სარა ჰოილმა, Spotify-ის ნდობისა და უსაფრთხოების ხელმძღვანელმა.

ჯერჯერობით უცნობია, ეს ახალი შენაძენი იმოქმედებს თუ არა სფოთიფაიზე რეკლამის განთავსება-ჩვენებაზე, უფასო ანგარიშის მომხმარებლებისთვის თუ პოდკასტების მოსმენისას. თუმცა მედია პროდიუსერები და კრეატიული სააგენტოები აუცილებლად იგრძნობენ ამ შენაძენის გავლენას, რადგან Spotify, სავარაუდოდ, უფრო ჭკვიანი გახდება მოდერაციის კუთხით.

4 თვისება, რომელსაც Apple პოტენციურ თანამშრომლებში აკვირდება

Google, მონაცემების უკანონოდ მითვისების გამო, მომხმარებელს $85 მილიონს გადაუხდის