in

Spotify-მ ახალი შრიფტი შექმნა

Spotify-მ, მუსიკის სტრიმინგის გიგანტმა, ვიზუალური იდენტობის კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა, რაც ახალი, უნიკალური შრიფტის შექმნაში გამოიხატა. ახალი დიზაინი, რომელსაც Spotify Mix ჰქვია, უკეთესად ასახავს პლატფორმის მსოფლმხედველობას და მეტად ერგება მოსმენის გამოცდილების განწყობასა და ემოციებს.

BOG
BOG

ახალი შრიფტის შექმნის პროცესში Spotify თანამშრომლობდა ბერლინში დაფუძნებულ კომპანიასთან Dinamo Typefaces, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს მუსიკის, ხელოვნებისა და მოდის სფეროებში მუშაობის თვალსაზრისით. ის ორიენტირებულია განავითაროს არა მხოლოდ ტიპოგრაფია, არამედ ცდილობს შექმნას მრავალმხრივი ინსტრუმენტები, რომელიც შემოქმედებით საქმიანობებს ეხმიანება.

შედეგად, მიღებული Sans-serif დინამიკური და ექსპრესიულია და მკაფიოდ მიუთითებს პლატფორმის მუსიკალურ სამყაროზე. ის არის კლასიკური და თანამედროვე მიდგომების უნიკალური ნაზავი, აერთიანებს მკვეთრ კუთხეებსა და გლუვ წრეწირებს Spotify-ის გამორჩეული იერისა და შეგრძნების ხაზგასასმელად.

Spotify Mix-ის ჩაშვება უკვე დაიწყო, განახლებული შრიფტი რამდენიმე კვირაში მსოფლიოს მასშტაბით ყველა მოწყობილობაში აისახება და მსმენელს შეეძლება გაუმჯობესებული ვიზუალური ჰარმონიით დატკბეს.

თავდაპირველად Spotify Mix გამოჩნდება იმ ენებზე, რომლებიც დამწერლობისთვის ლათინურ ანბანს იყენებენ.

შრიფტი ფართოდ იქნება წარმოდგენილი კომპანიის მარკეტინგულ კამპანიებსა და ღონისძიებებში, ციფრულ რეკლამებსა და ინსტალაციებში. 

რადისონ ბლუ ბათუმში ქართული რესტორანი „მედეა“ ახალი ინტერიერითა და განახლებული მენიუთი დაბრუნდა

მენტალური ჯანმრთელობის დაფარვის გამოყენების მზარდი ტენდენცია – თიბისი დაზღვევა