in

რა ძალა აქვს მუსიკის მოსმენას? — Spotify-ის ახალი კამპანია

სხვა ადამიანების, მუსიკის ან თქვენს გარშემო არსებული სამყაროს მოსმენის მნიშვნელობის ხაზგასასმელად, Spotify-მ საფრანგეთში თავისი პირველი კამპანია წარადგინა. ეს უკანასკნელი ხმის მეშვეობით წარმოქმნილ კავშირებს ეძღვნება, სლოგანით “Écouter, ça change tout”, რაც ითარგმნება როგორც „მისმინე, ეს ცვლის ყველაფერს“.

პარიზში დაფუძნებული სააგენტო Marcel-ის მიერ შექმნილი 50-წამიანი ვიდეორგოლი მოგვითხრობს მასწავლებელზე, რომელიც გარშემომყოფებს რეპის მოსმენით აოცებს. თუმცა ეს მოსწავლეებთან დაკავშირებაში ეხმარება.

„ფილმი შთაგონებულია მრავალი რეალური ისტორიით. რეპი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჟანრია საფრანგეთში და ჩვენ მასწავლებელთა რამდენიმე ინიციატივის შესახებ მოვისმინეთ, რომლებმაც ჰიპ-ჰოპი თავიანთი სტუდენტების ყურადღების მისაპყრობად გამოიყენეს. ჩვენი საოცარი ამბავიც ამ მშვენიერ და გადამწყვეტ ექსპერიმენტებზეა დაფუძნებული, რომლებიც მუსიკის საოცარ ძალას აჩვენებს“, — ამბობს კლემენტ სეშეტი, კამპანიის კრეატიული დირექტორი.

რა უპირატესობები აქვს საჭმლის გამოძახების სერვისს? — KFC-ის კამპანია

როგორ დავაკმაყოფილოთ მომხმარებელთა დინამიკური საჭიროებები?