in

Spotify-ის ახალი ხელსაწყო თქვენი მუსიკალური გემოვნების ვიზუალიზაციას გთავაზობთ

M2

Spotify მსმენელებს უკვე იმ ხელსაწყოებს სთავაზობს, რომლებიც მათ თავიანთ ყოველდღიურ მოსმენის ჩვევებზე მეტ ინფორმაციას მიაწვდის. N-Gen კი ერთ-ერთი მათგანია — ახალი ხელოვნების გენერატორი, რომელიც თქვენს საყვარელ მუსიკას გაზიარებად ხელოვნებად აქცევს. აქ ისიც კი შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ გამოიყურება თქვენი მუსიკალური გემოვნების მიხედვით შექმნილი ყვავილი…

„თქვენი საყვარელი ფლეილისტიდან თუ მოსმენის ჩვევებიდან ახალი ნამუშევრის შექმნით შეგიძლიათ დააკვირდეთ, როგორ განვითარდა თქვენი მოსმენის ჩვევები დროთა განმავლობაში, როგორ შეიცვალნენ თქვენი საყვარელი არტისტები და ჟანრები, — ეს სწორედ ის არის, რასაც ფუნქცია გვთავაზობს. 

ამ ეტაპზე N-Gen ღია ბეტა ვერსიაშია და მომხმარებლებს სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობს, რათა ხმის ტალღები ვიზუალებად გადააქციონ. უფრო კონკრეტულად, ინდივიდებს ვიზუალის 4 ნიმუშიდან შეუძლიათ არჩევანის გაკეთება, რათა თავიანთი მუსიკალური გემოვნება გაგვიზიარონ. პირველი დნმ-ის მსგავსი სქემაა, რომელიც დაუკავშირებს ინდივიდის ყველაზე ხშირად მოსმენილ არტისტებს იმ თვისებებს, რომლებიც მათ ე. წ. თრექლისტს უკავშირდება.

თუ არც ეს გამოიყურება თქვენთვის საკმარისად მიმზიდველად, მაშინ Top Ten-ზე უნდა გესაუბროთ, რომელიც მომხმარებელს მისი საყვარელი მუსიკებისა თუ ჟანრის ფორმას აჩვენებს — იქნება ეს ყვავილები, რომლებიც კონკრეტული ფლეილისტებიდან შეიქმნა თუ რაიმე სხვა ნიმუში, რომელიც ინდივიდის საუკეთესო მუსიკების ბგერებიდან მიიღება.

ახლა კი, თუ თქვენი მუსიკალური გემოვნების ვიზუალმა დაგაინტერესათ, N-Gen-ის ვებგვერდზე უნდა გადახვიდეთ, დააკლიკოთ ღილაკს Create with Spotify, თქვენი ანგარიში ამ ხელსაწყოს დაუკავშიროთ და დაიწყოთ შემოქმედებითი პროცესი.

მონა ლიზა და გოგონა მარგალიტის საყურით მუზეუმიდან გარბიან…

Sing For the Bold! — დორიტოსის ახალი კამპანია თქვენს ნოტაზე ასამღერებლად გიწვევთ