Spotify-ის კრეატიული იდეების ნაკადი კვლავ გრძელდება — მას სურს, ჩვენი აზრები და ემოციები ციფრული დროის კაფსულაში მოაქციოს, რომლის გახსნასაც მხოლოდ 2024 წლის დამდეგს შევძლებთ.
ახალი გამოცდილება, სახელწოდებით „ფლეილისტები ბოთლში“ (Playlist in a Bottle) ასახავს, ვინ ხარ მუსიკალურად ახლა, დროის ამ მომენტში და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ზუსტად ერთი წლის შემდეგ საკუთარი თავის ამ ვერსიას დაუბრუნდეს. აუდიო მეხსიერების შეგროვების დასაწყებად კი, მობილური მოწყობილობიდან ეწვიეთ timecapsule.spotify.com-ს.
ამასთან, აქ შესაძლებელია ისეთი დროის კაფსულის შერჩევა, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება მომხმარებლის პიროვნებას თუ ესთეტიკას — იქნება ეს ბოთლი, დათვი, კაუჩუკის ბურთების აპარატი, ლანჩის ყუთი თუ ჯინსის ჯიბე. ხოლო ამის შემდეგ სიმღერით შთაგონებულ რამდენიმე კითხვას უნდა უპასუხოთ: მაგალითად, „სიმღერა, რომლის ფონზეც ვინმესთვის კოცნას აპირებს“ და „სიმღერა, რომელიც თქვენს საყვარელ ადამიანს გახსენებთ“.