in

Spotify Rainbow Collage გენერატორი საყვარელ სიმღერებს ფოტოკოლაჟში აერთიანებს

veon
veon

Spotify-მ ყველაზე ხშირად მოსმენადი სიმღერების გასაზიარებლად ახალი, უფრო „ფერადოვანი“ გზა შექმნა. ამჯერად თავსებადობის ანალიზატორისა და ერთგვარი ქვითრებისგან განსხვავებით, მომხმარებლებს შეუძლიათ, საყვარელი მელოდიები ერთიან კოლაჟად აქციონ.

სახელწოდებით Spotify Rainbow Collage Generator, აპლიკაცია აერთიანებს ალბომის გარეკანებს ან შემსრულებლის საუკეთესო სიმღერების სურათებს. დახარისხების პრინციპი თავად მომხმარებელზეა დამოკიდებული — იქნება ეს ესთეტიკური გადაწყვეტის, ფერთა პალიტრით თუ სიკაშკაშის მიხედვით.

გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ დროის მონაკვეთი, რა ინტერვალშიც სურთ შეჯამების გაკეთება და კოლაჟად ქცევა.

აღნიშნული ფუნქციის გამოყენება სფოთიფაის ვებგვერდზე შეიძლება, სადაც „generate“ ღილაკზე დაჭერის შემდეგ პერსონალური კოლაჟი ავტომატურად შეიქმნება.

არქტიკის ოკეანე 2030 წლისთვის ყინულის გარეშე დარჩება! — IPCC-ის კვლევა

მზად ხარ Salesforce-ის სრული შესაძლებლობები გამოსცადო?