in

Spotify-ზე სიმღერის ტექსტები გლობალურად ხელმისაწვდომი ხდება

ახლა უფრო მარტივი იქნება სიმღერების “სწორად” სწავლა…

M2

Spotify-მ განაცხადა, რომ სიმღერის ტექსტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა მომხმარებლისთვის იქნება ხელმისაწვდომი — ნაწილი უფასოდ, ნაწილი კი გარკვეული საფასურის სანაცვლოდ. ეს სიახლე იმის ფარგლებში ხორციელდება, რომ Musixmatch მუსიკალურ აპლიკაციებს (მათ შორის, Apple Music, Shazam და Instagram) ტექსტებით უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, კომპანია მნიშვნელოვნად აფართოებს თავის მუსიკალურ აპლიკაციაზე წვდომას. ამჟამად ერაყს, კონგოს რესპუბლიკას, ტაჯიკეთს, ვენესუელას, ლიბიას და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეუძლია აპლიკაციის გამოყენება. ეს ნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოში კიდევ 180 მილიონ ადამიანს აქვს მუსიკის ამ პლატფორმაზე მოსმენის საშუალება — ბოლო ცვლილების წყალობით კი, მათთვის საყვარელი სიმღერების ტექსტების სწავლაც გამარტივდება.

ასე რომ, თუ გსურთ, ადვილად მოაგვაროთ შიდა კონფლიქტი იმის შესახებ, ნამდვილად თქვა თუ არა ტეილორ სვიფტმა ტექსტში “All the lonely Starbucks lovers”, დარწმუნდით, რომ თქვენი აპლიკაცია სრულად განახლებულია. თუ ჯერ კიდევ არ ჩანს სიმღერის ტექსტები, ნუ ღელავთ, მომდევნო რამდენიმე კვირაში ავტომატურად მიიღებთ განახლებას.

P.S. ალბათ, ბევრი სიმღერის ტექსტი თავდაყირა დადგება თქვენს გონებაში…

Nike საკუთარ მეტავერსს Roblox-ში ჩააშენებს

ნინო ოხანაშვილი „თეგეტას“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გახდა