in

Spotify Snakes-ის საკუთარ ვერსიას უშვებს!

M2

Spotify 100 მილიონი მუსიკის, 5 მილიონი პოდკასტისა და 350 000 აუდიო წიგნის სახლი რომ არის, ალბათ ამაზე გარკვეული წარმოდგენა თქვენც გქონდათ, მაგრამ იცოდით, რომ ეს ჩამონათვალი თამაშსაც მოიცავდა? თანაც კლასიკური Snakes-ის ახალ ვერსიას! კონკრეტული მუსიკა რაღაც მოგონებებთან რომ ასოცირდება ჩვენთვის, ესეც ურყევი ფაქტი იყო სპოტიფაისთვის, ამიტომ Eat this Playlist-ის თამაში შემოგვთავაზა, რომელიც სწორედ მუსიკის მსგავს სენტიმენტებს აღძრავს…

90-იანების არკადული ვიდეო თამაშის მსგავსია, მაგრამ აქ გველი სიმღერების ჩამონათვალისგან შედგება, შესაბამისად, ვაშლის ჭამის ნაცვლად, მუსიკებით იკვებება. ერთი მუსიკის გადაყლაპვა იმას ნიშნავს, რომ იგი გველის სხეულს დაემატება. ამ დროს კი შესაბამისი მუსიკა ისმის ფონად, რაც მომხმარებლებს მეტად სახალისო გზას სთავაზობს ახალი სიმღერების აღმოსაჩენად. Spotify-მ ეს გამოცდილება მეტად სახალისო რომ გახადოს, სიმღერების პარალელურად, ფერიც იცვლება.

თამაში კონკრეტული მომხმარებლებისთვის სატესტო რეჟიმში ივნისიდან იყო ხელმისაწვდომი და, როგორც აღმოჩნდა, ექსპერიმენტი წარმატებულით დასრულდა — Snakes აპლიკაციას უკვე ოფიციალურად დაემატება. და როგორ უნდა მიაგნოთ მას? გახსენით ფლეილისტი, იპოვეთ სამი წერტილი და ჩამონათვალში სულ ბოლოს დააკლიკეთ. 

ნუღარ წვალობ! გაიმარტივე მიწოდების პროცესი

შენი პირადი ფარმაცევტი — ავერსი ფარმას ახალი შეთავაზება მომხმარებლებს