in

Spotify-ს ჩეტბოტის მსგავსი ფუნქცია დაემატა

Briano.ai
Briano.ai

Spotify-მ ახალი ფუნქცია Song Psychic გამოუშვა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, აპლიკაციას კითხვები დაუსვან და პასუხები მუსიკის ფორმით მიიღონ. სწორედ ამიტომ არის ჩეტბოტის მსგავსი, თუმცა მიზანი თქვენ მიერ მოსმენილი მუსიკების ისტორიაზე გადახედვა კი არ არის ან პერსონალური მონაცემების გამოყენება, უბრალოდ Spotify-ის სურს მეტად გაგართოთ და, შესაბამისად, უფრო დიდხანს დარჩეთ მის აპლიკაციაში. 

ამ ფუნქციაზე წვდომისთვის კი ტელეფონში spotify.com/songpsychic-ს უნდა ესტუმროთ, ან დაასკანეროთ QR კოდი Song Psychic-ის ვებგვერდიდან. შემდგომ კი ფართო კატეგორიას შემოგთავაზებთ არჩევანის გასაკეთებლად, იქნება ეს School, Friends and Family, Love, Career, Life’s Greatest Mysteries, My Future, Myself, Style თუ Lunch.

თითოეულ სექციაში წინასწარ დასმული კითხვებიც დაგხვდებათ, რომელზე პასუხის მისაღებად, უბრალოდ ერთი კლიკია საჭირო, მაგალითად Am I the drama?, Does my crush like me back?, Will I get a raise?, Should I go to prom? და სხვა. თუ შემოთავაზებული ვარიანტები არ მოგეწონებათ, თავადვე შეძლებთ ჩაწერას — Song Psychic მოგთხოვთ, ეკრანზე თითი დააჭიროთ, შემდგომ ფერები ფონური მუსიკის პარალელურად დატრიალდება მანამ, სანამ თქვენს პასუხს მუსიკის სახით მიიღებთ.

მაგალითისთვის თუ ჰკითხავთ, ვინმეს მოსწონხართ თუ არა, შესაძლოა, ისეთი სიმღერით გიპასუხოთ, რომლის სახელია You Wish ან რაღაც ასეთი… დიახ, ზოგიერთი პასუხი არც ისე პირდაპირია, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ, Magic 8 Ball-ის მსგავსად, უარს ამბობს პასუხის გაცემაზე. შესაძლოა, Ask Again Later-ის გზავნილიც მიიღოთ. რაც შეეხება პასუხის გაზიარებას, ამას WhatsApp-ში, Instagram Stories-ში, IG DM-ში, Messenger-ში, Facebook-სა და მის Stories-ში, Snapchat-ში, X-ში, Messages-სა და სხვა მრავალ პლატფორმაზე ჩვეულებრივ შეძლებთ. 

როგორც ამბობენ, Spotify-სთან ამგვარი საუბრის გამოცდილება AI ჩეტბოტთან საუბრის მსგავსია. თანაც კომპანიის თქმით, ისინი მუშაობენ, რათა კონკრეტული საკვანძო სიტყვები სიმღერის სათაურსა თუ კითხვებს შეუსაბამონ. თუმცა ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პასუხის მისაღებად პერსონალურ მონაცემებს არ იყენებენ, ეს მხოლოდ გასართობია და სერიოზული რჩევის წყაროდაც არ გამოდგება. მიზანი უბრალოდ მომხმარებლების გართობაა.

Song Psychic უკვე ხელმისაწვდომია როგორც უფასო, ისე პრემიუმ გამომწერებისთვის სულ 64 ბაზარზე და მათ შორის საქართველოცაა.

თბილისის გერბისა და დროშის შექმნაზე მერიამ კონკურსი გამოაცხადა

რა სათქმელი აქვთ ჩვენთვის კოსტიუმირებულ პერსონაჟებს? — Eastpak