in

Spotify TikTok-ის მსგავს ვერტიკალური ვიდეოს ფუნქციას ტესტავს

გი აპლიკაციის სანავიგაციო ზოლში მეოთხე ჩანართის სახით არის ინტეგრირებული

veon
veon

TikTok-ის მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების ფუნქციის კოპირება არაერთი პლატფორმაზე ვიხილეთ — იქნება ეს იუთუბი, ნეტფლიქსი, ინსტაგრამი თუ სხვ. ახლა კი ამ ჩამონათვალს Spotify-ც ემატება. ეს უკანასკნელი ადასტურებს, რომ ამჟამად ახალ მახასიათებელს Discover-ის კატეგორიაში ტესტავს. იგი აპლიკაციის სანავიგაციო ზოლში მეოთხე ჩანართის სახით არის ინტეგრირებული.

თავდაპირველად ეს ფუნქცია Spotify TestFlight-ის build-ში (iOS beta) ვერსიაში გამოჩნდა. ახალი ხატულას მეშვეობით მომხმარებელი დაუყოვნებლივ მოხვდება ვიდეო არხის განყოფილებაში, სადაც “სქროლვის” პრინციპი ისევე მოქმედებს, როგორც ტიკტოკის შემთხვევაში. თუმცა აქ ვიდეოს მოწონების გარდა, შეგეძლებათ, სამპუნქტიან მენიუს დააკლიკოთ, რათა მისი საინფორმაციო ფურცელი გახსნათ.

ასევე, შესაძლებელია არსებული Canvas ფორმატით სარგებლობა. იგი 2019 წელს ფართოდ დაინერგა და შემსრულებლებს საშუალებას აძლევს, შექმნან ვიდეოები, რომლებსაც აკომპანირებას სფოთიფაის აპლიკაციაში არსებული მუსიკა უწევს. ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს — ნაწილს მოსწონს და ფიქრობს, რომ მისი მეშვეობით, მეტ ადამიანს მოუნდება ვიდეოს გაზიარება თუ ტრეკების შენახვა. ნაწილს კი უბრალოდ არ მოსწონს ეს მახასიათებელი.

საინტერესოა,  გეგმავს თუ არა კომპანია ახალი მახასიათებლის შემდგომ გავრცელებას, არის თუ არა ის ხელმისაწვდომი როგორც iOS-ისთვის, ისე Android-ისთვის, რომელ ბაზრებს აქვს წვდომა ფუნქციაზე და სხვა. თუმცა ჯერჯერობით სფოთიფაი თავს იკავებს დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისგან და მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მართლაც ტესტავს ვერტიკალური ვიდეო ნაკადის იდეას.

“Spotify-ში რეგულარულად ვატარებთ ტესტირებების სერიას, რათა მომხმარებელთა გამოცდილება გავაუმჯობესოთ. ზოგიერთი მათგანი მართლაც ქმნის მომხმარებლის ფართო გამოცდილებას, ზოგი კი მხოლოდ მნიშვნელოვან გაკვეთილს წარმოადგენს. ამჟამად გასაზიარებელი სიახლე ნამდვილად არ გვაქვს” — აღნიშნავენ კომპანიაში.

გარდა იმისა, რომ TikTok ფორმატი მიღებულ იქნა წამყვანი სოციალური პლატფორმების მიერ, მათ შორის Instagram (Reels), Snapchat (Spotlight), YouTube (Shorts) და Pinterest (Idea Pins), ასევე დადასტურდა, რომ იგი იდეალური ფორმატია კონტენტინსთვის. თანაც, სფოთიფაის ვიდეოზე დაფუძნებული Discover ფუნქცია, შესაძლოა, დაეხმაროს მომხმარებლებს ახალი მუსიკის აღმოჩენაში.

Matrix Desire – ტვინით მართვადი კონტროლის სისტემა

საოცნებო გუნდის სამუშაო სივრცე