in

Spotify ვიდეო პოდკასტინგის ფუნქციებს აფართოებს

veon
veon

Spotify ვიდეო პოდკასტინგის გამოცდილებას აფართოებს — ახალი მახასიათებლები ჯერ კიდევ გასულ წელს გაიტესტა, ვიდრე რამდენიმე თვის წინ ოფიციალურად ამოქმედდებოდა რამდენიმე ძირითად ბაზარზე, მათ შორის აშშ-ში. ეს ნაბიჯი სფოთიფაის ეხმარება, უფრო დიდი კონკურენცია გაუწიოს YouTube-ს, სადაც ვიდეო პოდკასტები სულ უფრო პოპულარული ხდება.

ამ დროისათვის Spotify-ზე ვიდეო პოდკასტები მოიცავს როგორც Spotify Originals-ს, ისე დამოუკიდებელ შოუებს, როგორიცაა Call Her Dad. ახალი ფორმატის გამოყენებისას, კონტენტ კრეატორებს არ უწევთ მთლიანად ვიდეოზე გადასვლა — ამის ნაცვლად, მათ კონტენტის ტიპების დივერსიფიკაცია შეუძლიათ, ტრადიციულ აუდიო პოდკასტებთან ერთად რამდენიმე ვიზუალური ეპიზოდის გამოქვეყნებით.

კომპანიის განცხადებით, ამ გაფართოების ფარგლებში, ვიდეო პოდკასტერებს Anchor-ის ხელსაწყოების გამოყენების შესაძლებლობა ეძლევათ. ხოლო მსმენელები ისეთი ფუნქციებით ისარგებლებენ, როგორიცაა ვიდეოს ყურებასა და ფონურ დაკვრას შორის არჩევანის გაკეთება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფონური დაკვრა ის ფუნქციაა, რომლისთვისაც YouTube Premium-ზე იხდიან ფულს. ხოლო სფოთიფაიზე ეს ყოველგვარი გადასახადის გარეშეა ხელმისაწვდომი.

აშკარაა, Spotify-ს დიდი აქცენტი აქვს პოდკასტებზე — მან $1 მილიარდზე მეტი დახარჯა პოდკასტებთან დაკავშირებულ შენაძენებზე. 2022 წლის ინვესტორის დღის ღონისძიების დროს, აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ეკმა განაცხადა, რომ ვიდრე კომპანია ჯერ კიდევ პოდკასტის ინვესტიციის რეჟიმშია, მოგება მინიმუმ 40-50%-ს მიაღწევს.

საგულისხმოა ისიც, რომ სფოთიფაი დამრღვევი შინაარსის აღმოსაჩენად და წასაშლელად სპეციალურ ტექნოლოგიას იყენებს. ეს კი პლატფორმას ერთგვარ „უსაფრთხო“ სივრცედ აქცევს.

Audi-ს განახლებულ ლოგოში თითქმის არაფერი შეცვლილა

მეცნიერებმა ლაბორატორიაში შავი ხვრელი შექმნეს და მან ნათება დაიწყო!