in

Spotify-ს პოდკასტების ხმოვანი თარგმანის ფუნქცია ემატება

M2

ბოლო პერიოდში პოდკასტების მოსმენა ძალიან პოპულარული გახდა — როცა გამუდმებით საქმეებში ვართ ჩაფლულნი და ზოგჯერ კითხვის დროც არ გვრჩება, მუსიკის ნაცვლად ჩვენთვის საინტერესო პოდკასტებს ვუსმენთ. ერთი მხრივ, ეს განტვირთვის საშუალებაა და, ამავდროულად, სასურველი ინფორმაციის თუ ამბების გაგებაშიც გვეხმარება. ამ მზარდი ინტერესის ფონზე, Spotify-მ გადაწყვიტა, ხმის კლონირების ტექნოლოგია — ეს კი პოდკასტების გლობალიზაციას და მრავალენოვანი გამოცდილების შეთავაზებას ემსახურება.

უფრო კონკრეტულად, „ხმოვანი თარგმანების“ მთავარი იდეა პოდკასტერის საუბრის სხვადასხვა ენაზე თარგმნას გულისხმობს. ასე პლატფორმა ენობრივ ბარიერებს დაარღვევს და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მათთვის გასაგებ ენაზე მოისმინონ პოდკასტი.

მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ტექნიკური დეტალები უცნობია, როგორც ჩანს, სპოტიფაის მიდგომა ძირითადად ხმის კლონირებას ეფუძნება. ეს არის პროცესი, რომელიც კომპიუტერულ მოდელს ხმის ნუმუშებითა და ტექსტის მეშვეობით წვრთნის. შედეგად, შესაბამისი მეტყველება გენერირდება.

როგორც აღვნიშნეთ, ამ სიახლეს აშკარა დადებითი შედეგი ექნება, მაგრამ უკვე ეთიკურ მხარეზეც დაიწყეს საუბარი… შიშობენ, რომ მსგავს შესაძლებლობას ბოროტად გამოიყენებენ — მაგალითად, კონკრეტული ინდივიდის სხვა სხვადასხვა ნარატივის გასაჟღერებლად რომ გამოიყენონ. თუმცა სპოტიფაი აპლიკაციის უფრო პოზიტიურ მხარეზე კონცენტრირდება — მისი მიზანია, ხელი შეუწყოს რეალურ დროში თარგმნას, რითაც პოდკასტის ხელმისაწვდომობას გააფართოებს. ამის გათვალისწინებით, კომპანია გარკვეულ შეზღუდვებსაც დააწესებს, რათა ზემოხსენებული შიშები არ გამართლდეს.

ამჟამად Spotify-ის ხმოვანი თარგმანი საპილოტე ფაზაშია და მხოლოდ რამდენიმე პოდკასტს მოიცავს. ამასთან, აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც უფასო, ისე პრემიუმ გეგმის მომხმარებლებისთვის ფრანგულ, ესპანურ და გერმანულ ენებზე. სამომავლოდ კი სხვა ენების დამატებაც იგეგმება.

„როგორ ვისაუბროთ წარმატებულად, როცა ყურადღების ცენტრში მოვექცევით?“ – სტენფორდის უნივერსიტეტის ლექტორი გვიამბობს

BeReal – სოციალური ქსელი, ფილტრებისა და ჭარბი კონტენტის გარეშე