in

Spotify-სთვის ნებისმიერი ადგილიდან მუშაობის მოდელი წარმატებული აღმოჩნდა

veon
veon

Spotify-მ ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო საუბარი დისტანციურ რეჟიმსა და მუშაობაზე ნებისმიერი ადგილიდან (WFA). ამ მიზნისთვის კი 2025 წლისთვის სრულად უნდა მიეღწიათ, თუმცა Covid19-მა ყველაფერი დააჩქარა და მათ დისტანციური მუშაობის შესახებ უკვე 2021 წელს განაცხადეს. 

ეს მოდელი არის თანამშრომლობის ახალი გზა, რომელიც კომპანიის წევრებს საშუალებას აძლევს, იმუშაონ იქიდან, სადაც საუკეთესოდ ფიქრობენ და ქმნიან, — აცხადებენ Spotify-ში. 

მეტიც, კომპანია უფრო შორს წავიდა და თანამშრომლებს საშუალება მისცა, თავადვე აერჩიათ, სად სურდათ ცხოვრება. ეს კი ზუსტად ის არის, რაც WFA მოდელს დისტანციური მუშაობის მიდგომისგან განასხვავებს. გამოდის, Spotify-ს თანამშრომლებს შეუძლიათ იცხოვრონ და იმუშაონ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ამისთვის, კომპანიამ ევროპის მასშტაბებიც გააფართოვა და შვედეთის გარდა, გერმანია, ესპანეთი და ნიდერლანდები მოიცვა.

ის ადამიანები კი, რომელთაც კვლავ ოფისში მუშაობა სურთ, ამას Spotify-ში ისევ მოახერხებენ. ხოლო თუ ხელფასის საკითხზე ფიქრობთ, კომპანიამ ამაზეც იზრუნა და იგი კონკრეტული ადგილმდებარეობების მიხედვით აღარ განისაზღვრება.

ეს მოდელი უკვე 18 თვეა წარმატებით მუშაობს, Spotify კი მის გავლენაზე საუბრობს, როგორც ბიზნესზე, ისე თანამშრომლებზე. ამ მხრივ საინტერესო სტატისტიკური მონაცემებიც გვაქვს — Spotify-ს 6 500 თანამშრომლიდან 2%-მა, ანუ 150-მა თანამშრომელმა სხვა ქვეყანაში გადასვლა და იქიდან მუშაობა გადაწყვიტა, ორჯერ მეტი კი აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. ამასთან, კომპანიამ თანამშრომლების შენარჩუნებაც უკეთ მოახერხა, კონკრეტული მაჩვენებელი 15%-ით შეიცვალა. თანაც, თუ ამ პრობლემის მწვავე მდგომარეობას გადავხედავთ, ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

ამ მოდელის კიდევ ერთი უპირატესობა მრავალფეროვნებაა. ეს WFA-ის შექმნისას Spotify-ს ერთ-ერთი მთავარი მიზანიც გახლდათ: „ექსპერიმენტებითა და ყველა ნიჭის გახსნით, ჩვენ მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემოს შექმნის საშუალება მოგვეცა, ამასთან ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მოვახერხეთ და ახალი ბაზრებიც ხელმისაწვდომი გავხადეთ“.

ახლა Spotify-ს თანამშრომელთა ნახევარი ნიუ-იორკიდან და ლოს-ანჯელესიდან მუშაობს. 2019 წლიდან 2022 წლამდე კი ქალთა რაოდენობა კომპანიაში 25%-დან 42%-მდე გაიზარდა. ხოლო ფერადკანიანი და ესპანელი თანამშრომლების რაოდენობა ამავე პერიოდში 12.7%-დან 18%-მდე გაუმჯობესდა. 

თუ გადაწყვეტთ, რომ ენდობით თქვენს ხალხს, დიდი დრო დაგჭირდათ მათ მოსაძებნად, გინდათ, რომ მათ კარგად მოეპყროთ და მათ უნდათ, რომ თქვენთან იყვნენ, მნიშვნელობა არ აქვს, საიდან იმუშავებენ ისინი, — ამბობს კატარინა ბერგი, Spotify-დან.

საით მიემართებიან კომპანიების დიზაინერები?

ახალი Skoda Fabia Monte Carlo-ს მიმოხილვა