თანამედროვე მედიის მოხმარების ბუნება ისე ჩამოყალიბდა, რომ არავინ აღიარებს ვინმეს გულშემატკივრობას ამის დაპოსტვის გარეშე… სწორედ ამ კულტურულ ფენომენს ასახავს Spotify-ის ყოველწლიური Wrapped-ის კამპანია — მოუწოდებს მომხმარებლებს, გააზიარონ მათი ყველაზე პოპულარული არტისტები, სიმღერები, აუდიოწიგნები თუ პოდკასტები.
თუმცა წელს რაღაცებს ცოტათი განსხვავებულად აკეთებს, კინემატოგრაფიულ ფილმს უშვებს, სწორედ იმ არტისტებს, გულშემატკივრებსა და მომენტებს ზეიმობს, რომლებმაც 2025 წლის კულტურა ჩამოაყალიბეს. გვაჩვენებს, როგორ ამყარებენ ინტერაქციებს ჩვეულებრივი ფანები მუსიკალურ იდეალებთან, იქნება ეს Jade, PinkPantheress, Central Cee თუ სხვა. ბრიტანული იუმორიც აქვეა, რითაც სახალისო შემახსენებლად ითვლება იმისა, რომ მუსიკალური გემოვნება კვლავ სოციალური ვალუტაა:
კამპანიაზე Curly media-მ იმუშავა, სიახლეებს კი წლევანდელი Wrapped-იდან, ამ ბმულზე გაიგებთ.











