Spotify Wrapped 2025 ოფიციალურად გამოვიდა და წლის სტრიმინგის ჩვევებიც გამოააშკარავა, გვაჩვენა, ვის და რას უსმენდნენ ადამიანები ან სულაც, როგორ შეიცვალა მათი გემოვნება დროთა განმავლობაში.
საინტერესოა, რომ წლევანდელი გამოშვება უფრო მეტად ინტერაქტიულ ფუნქციებს მოიცავს. მომხმარებლებს შეუძლიათ, ნახონ თავიანთი ტოპ სიმღერები, არტისტები, ჟანრები, ალბომები, პოდკასტები და მოსმენის ჯამური რაოდენობა წუთებში. თუმცა ახლა Wrapped 2025 ამ ყველაფრის განსხვავებულ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. მათ შორის გვხვდება Wrapped Party-ის ჯგუფური ფუნქცია, რომელიც მეგობრებს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში შეადარონ თავიანთი მოსმენის სტატისტიკა და სახალისო ბეიჯებიც მიიღონ ისეთი ჩვევებისთვის, როგორებიცაა ნიშ არტისტების აღმოჩენა თუ ერთი საყვარელი სიმღერის აკვიატება.

ახალ ფუნქციებს შორის Listening Age-იც გვხვდება — თაობათა ლინზით უყურებს ამ შეჯამებებს, აფასებს მომხმარებლის მუსიკალური გემოვნება ახალგაზრდულია თუ არა. მიზანი Wrapped-ის გადაქცევაა ისეთ რამედ, რაც გვეტყვის მხოლოდ რას უსმენენ კი არა, არამედ როგორ…

გლობალური მონაცემები აი, ასე გამოიყურება: Bad Bunny 2025 წლის ყველაზე ხშირად მოსმენილ შემსრულებლად დასახელდა, რომლის შემდეგაც მოდის ტეილორ სვიფტი, დრეიკი და BTS. ეს ყველაფერი კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ პოპი, ჰიპ-ჰოპი და K-pop კვლავ აქტუალურია. ამასთან, Wrapped ადგილობრივ მონაცემებსაც გვაცნობს, ასახავს იმას, თუ როგორ აღწევენ წარმატებას რეგიონალური ჟანრები გლობალური ჩარტების სათავეში მყოფ არტისტებთან ერთად.

ვიზუალურად კი Spotify რეტროთი შთაგონებულ შავ-თეთრ ესთეტიკას დაეყრდნო ნათელი აქცენტებით, რითაც კონტრასტული სურათი შექმნა გასული წლის დიზაინთან… 2025 წლის ვიზუალი უფრო გრაფიკულია, დიდი ტიპოგრაფიითა და გამარტივებული მოძრაობებით.

მომხმარებლებს, რომლებმაც ჯერ ვერ მიიღეს წვდომა ამ შეჯამებებზე, ურჩევენ აპლიკაციის უახლესი ვერსიით ისარგებლონ ან დაელოდონ მანამ, სანამ ჩაშვება სხვა რეგიონებშიც დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ Spotify Wrapped-ით ის, რაც თითქმის 10 წლის წინ მარტივი Year in Music-ის ექსპერიმენტით დაიწყო ინტერნეტის ერთ-ერთ ყველაზე სანდო რიტუალად გადაიქცა — Wrapped ახლა გვევლინება, როგორც პირადი აუდიოდღიური და იდენტობის საჯარო სიგნალი, რაც პირადი მოსმენის გამოცდილებას კოლექტიურ მომენტად აქცევს…











