Spotify ახალ ფუნქციებს უშვებს, რომლებიც მას მომხმარებელთა პიროვნებებისა და იმ მუსიკის გაანალიზებაში დაეხმარება, რომელსაც ყოველდღიურად უსმენენ — მოუყვება მათივე ტოპ სიმღერების, წლის მუსიკოსებისა და სხვა დეტალების შესახებ, რომლის გაზიარებას სოციალურ ქსელშიც კი შეძლებენ. როგორც წესი, Wrapped მომხმარებლის ირგვლივ ტრიალებდა, წელს კი ეს Listening Personalities-მდე გაფართოვდა.
„ის გზა, რომლითაც მუსიკას ვუსმენთ, ბევრს ამბობს ჩვენზე, თქვენი Listening Personality არა მარტო გეუბნებათ იმ მუსიკის შესახებ, რომელსაც უსმენთ, არამედ იგი თქვენს მუსიკალურ გემოვნებაზეც მეტყველებს“, — ამბობს ბაბარ ზაფარი, Spotify-ს პროდუქტის განვითარების ვიცე პრეზიდენტი.
Listening Personality ტრენდებს იპყრობს. კონკრეტულად კი 16 ტიპია წარმოდგენილი, რომლისთვისაც შთაგონება Myers-Briggs Type Indicator-ის (MBTI) პიროვნების ტესტიდან მიიღეს. ოთხი ასოსგან შედგება, რომელიც თქვენი პიროვნების სხვადასხვა ასპექტს წარმოადგენს. საინტერესოა ისიც, რომ Spotify-ის გუნდმა ეს პიროვნებები თავად შექმნა, რაც მოიცავს ისეთ თვისებებს, როგორებიცაა, ნაცნობობა ან კვლევა, ერთი და იმავე რაღაცების ან სიახლეების მოყვარულობა, ერთგულება ან მრავალფეროვნება, უნიკალურობა ან საჯაროობა.
ზოგიერთი ტიპი ENVC-ს ან Early Adopter-საც კი მოიცავს, ე. წ. ტრენდსეტერები, რომლებიც მუსიკას მაშინვე უსმენენ, როგორც კი გამოვა. ამასთან, FNVU და Specialist, რომელიც შერჩეულ რამდენიმე შემსრულებელს უძღვნის საკუთარ თავს… Wrapped თქვენს Audio Day-საც კი გამოაქვეყნებს, რომელიც აჩვენებს, როგორ ვითარდება მომხმარებლების მუსიკალური გემოვნება დღის განმავლობაში. თქვენი დილა, შუადღე და საღამო განსხვავებული განწყობებითა და ესთეტიკით იქნება დაყოფილი.
დაბოლოს, Wrapped წარმოგიდგენთ, როგორც ასტრონავტს, რომელიც მუსიკის მზის სისტემას იკვლევს. იგი, პლანეტების მსგავსად, თქვენს აუდიალურ გალაქტიკაში საუკეთესო ჟანრებსაც კი გამოავლენს…