in

რობოტი ძაღლის მიერ დახატული ტილო უკრაინელთა დასახმარებლად

სხვა სასარგებლო ფუნქციებთან ერთად, რობოტი ძაღლი, სახელად Spot თავის შემოქმედებით უნარებსაც ამჟღავნებს პოლონელ-ამერიკელ არტისტთან, აგნიესკა პილატთან ერთად.

ცოტა ხნის წინ გამართულ საქველმოქმედო აუქციონის შოუში, რომელსაც პოლონეთის დომინიკელმა ფრეირებმა უმასპინძლეს, რობოტმა ძაღლმა მხატვართან ერთად შეასრულა ნახატი, რომელიც 40000 დოლარად გაიყიდა. ნამუშევარი Sunrise March სპოტის ნაფეხურებით შეიქმნა, რაც იმ მილიონობით უკრაინელის ნაკვალევის სიმბოლოა, რომლებიც პოლონეთში შედიან მას შემდეგ, რაც რუსეთი მათ სამშობლოში შეიჭრა.

ნახატმა განსაკუთრებით ხანდაზმული ადამიანები აღაფრთოვანა, რომლებიც თავიანთი ქვეყნის სოლიდარობის ნიშნად მსვლელობას ასრულებენ. ნამუშევარი უკრაინის დროშის ფერებშია გადაწყვეტილი. იგი ასახავს აჯანყებას, ასევე შეიცავს იმედისა და თავისუფლების შთამაგონებელ გზავნილს.

ისე დაემთხვა, რომ ბოლო თვეები სულ ლურჯ და ყვითელ ფერებში ვხატავდი, რაც ახლა უკრაინის სიმბოლოა. ეს ფერები ყოველთვის მომწონდა, რადგან მათში ვხედავდი ზღვას, მზესა და სიცოცხლეს”, – წერს მხატვარი.

საქართველოს პირველი არხი – ტელესკოლა „მათემატიკის ონლაინ ოლიმპიადას“ იწყებს

საქართველოს უნივერსიტეტისა და FUTURE LABORATORY-ს სამაგისტრო პროგრამა