in ,

Spotlight 2014 შედგა!

8 ივნისს, თბილისმა Spotlight-ს მეორედ უმასპინძლა. Spotlight-ი ინტერნეთ ჟურნალ მარკეტერის ორგანიზებული და ამავდროულად პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიებაა. david-gelashvili-sp2014 მისი წინამორბედისგან განსხვავებით წლევანდელი ღონისძიება ბევრად მასშტაბური იყო. ამჯერად Spotlight-ს 350 დელეგატი დაესწრო. ღონისძიებაზე 13 წუთიანი სიტყვით თორმეტი სპიკერი გამოვიდა და მათ საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები გაუზიარეს აუდიტორიას, სპიკერთა სია კი ასე იყო დაკომპლექტებული:

დავით გელაშვილი – ბორჯომი, Gary Koeb – TBC ბანკი, ბაჩო მებურიშვილი – Betterfly, ნიკა გვენცაძე – Geocell, ირინა დუმბაძე – ACT, დავით ბირმანი – საქართველოს ბანკი, თინათინ სტამბოლიშვილი – GPIH ჰოლდინგი, კახა მაღრაძე – GEPRA, ნათია კვაჭანტირაძე – Wissol Group, ირაკლი საღინაძე – Formula Creative, თათა მორჩილაძე -ახალი ნათება, ირაკლი კაკაბაძე – TV11.

საღამოს ბოლოს,  დამსწრე საზოგადოებამ, ანონიმური ხმის მიცემის პროცედურით თავად გამოავლინა საკუთარი რჩეული და Spotlight 2014-ის “საუკეთესო სპიკერის” წოდება ნათია კვაჭანტირაძემ მოიპოვა. natia-kvachantiradze-sp2014 სარეკლამო კომპანია პატიოარტის რჩეული კახა მაღრაძე გახდა და მას საჩუქრად მოგზაურობა სტამბულში და მუსიკოს – დევიდ გუეტას კონცერტზე ბილეთი გადაეცა. kakha-patio Spotlight 2014 წარმატებით ჩატარდა, მომდევნო ქართულ მარკეტინგულ ღონისძიებას კი აუდიტორია მომავალ წელს იხილავს. Spotlight 2014-ის ვიდეოები უახლოეს მომავალში განთავსდება ღონისძიების ოფიციალურ გვერდზე www.spotlight.ge და Facebook გვერდზე https://www.facebook.com/spotlightge ღონისძიება ვერ ჩატარდებოდა, რომ არა მისი მხარდამჭერები. Spotlight 2014-ის სპონსორები:  პლატინის სპონსორი – ბორჯომი, ოქროს სპონსორი – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი “ეისითი” (ACT), გენერალური სპონსორი – სარეკლამო კომპანია Patio Art, ვერცხლის სპონსორი – სავაჭრო ცენტრი “ქარვასლა”. ოფიციალური პარტნიორები: OTO|DEV, LIG Studio და Rembow. მხარდამჭერები: კასტელი, Diefenbach, კახეთის ტრადიციული მეღვინეობა (KTW), Mymaika.ge.  ოფიციალური მასპინძელი – გამოფენების ცენტრი ექსპო ჯორჯია. მედია მხარდამჭერები: TV11, PalitraTV, ტაბულა, რადიო იმედი, ჟურნალი გზა, Ipn.ge, Bpn.ge, Forbes, Caucasus Business Week, Wis.ge, Feme.ge, News.ge, Myvideo.ge, Pink.ge, FocusTV, Marketer.ge

Nike-ის ახალი და გენიალური ანიმაციური 5 წუთიანი რეკლამა “უკანასკნელი თამაში”

Heineken-ის არანორმალური ექსპერიმენტი და 3 წუთი ჩემპიონთა ლიგამდე