in

როგორი უნდა იყოს კომუნიკაცია – Spotlight2014

კომუნიკაცია, უბრალო განმარტებით, ინფორმაციის გადაცემაა. მაგრამ როგორი უნდა იყოს კომუნიკაცია? ამ კითხვაზე მეტი და მეტი პასუხის პოვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მარკეტინგში მოღვაწე პროფესიონალებისთვის. ეს შეკითხვა აწუხებდათ 2014 წლის 8 ივნისს, რიგით მეორე “Spotlight”–ის მონაწილე სპიკერებსაც და იქ შეკრებილ, თუ მოწვეულ დამსწრეთ. ყოველი შემთხვევისთვის, არ ვგულისხმობ მათ, ვისთვისაც ეს ღონისძიება უბრალოდ “ძერსკი ივენთია” (თუ რა თქმა უნდა ასეთები იქ იყვნენ).

BOG
BOG

10426736_553780811400083_4218590516931822201_n

სპიკერების გამოსვლების პარალელურად, ჩემს “Galaxy”-ში ვაკეთებდი მოკლე ჩანაწერებს (რამოდენიმე სიტყვით) თითოეულზე, რამდენადაც რეკლამა და მასთან დაკავშირებული ყველა თემა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და “ვასეივებდი”, რომ არ დამვიწყნოდა. საბოლოოდ ჩანაწერს რომ დავხედე, ნახევარს მე თვითონ ვერ ვხვდებოდი რა მეწერა. მაგრამ შევნიშნე, რომ თითოეულის გამოსვლა რაღაცით აგრძელებდა (ან უბრალოდ ეხმაურებოდა) მეორისას. ამიტომ შევეცადე მიღებული შთაბეჭდილებები გამეერთიანებინა და თქვენთვის წარმომედგინა “Spotlight2014”, როგორადაც მე ის აღვიქვი. ჯამში მივიღე ერთგვარი რეცეპტი, თუ როგორი უნდა იყოს მომხმარებელთან კომუნიკაცია. რეცეპტი რომელის სხვადასხვა პუნქტი სხვადასხვა სპიკერმა “შეადგინა”.

პირველ რიგში, მარკეტინგულ კომუნიკაციასთან რომ საქმის დაჭერა მოგვინდეს, უნდა გვესმოდეს რა 10464409_553740578070773_5032997895376663957_nშესაძლებლობები აქვს მას. ეს თემა Gepra–ს უფროსმა კონსულტანტმა – კახა მაღრაძემ გაშალა და ძლიერი ქეისის შესახებაც გვიამბო, რომელითაც მან და მისმა პარტნიორებმა ქვეყანაში ბიზნესისთვის საკმაოდ დამაზარალებელი კანონი უვადოდ გადაადებინა კანონმდებელს. თან ეს იუმორით ისე გააფორმა, სასიამოვნოდ გაოცდებოდით იმის გაგებით, რომ თუ კომუნიკაციის სკილებს ფლობ, მარკეტინგულ ღონისძიებაზე შეკრებილ დარბაზს შეგიძლია უამბო, რომ წლების წინ გვერდზე პავილიონში ქორწილი გქონდა და ამ უბრალო ადამიანური ისტორიის მოყოლით კიდევ უფრო დადებითად განაწყო შენდამი.

მარკეტინგშიც, ისევე როგორც ყველგან, სასტარტო ნაბიჯებისთვის, რომ შევქმნათ რაიმე ახალი, ყველას გვჭირდება შთაგონება, საქმისთვის მოტივაცია და სხვა “ვიტამინები”, რომლებზეც თათა მორჩილაძე საუბრობდა “ახალი ნათება”–დან და შეეცადა დავერწმუნებინეთ, რომ საზღვრები არ არსებობს.

მაგრამ ყოველთვის ახლის შექმნა არაა ამოცანა და შესაძლოა უკვე არსებულისა და დიდი ისტორიის მქონეს განახლება, გაცოცხლება და რეპოზიციონირება დაგვჭირდეს. მე პირადად ეს მივიღე თემიდან “ბორჯომი, ახალი სიცოცხლე”, რომელიც დავით გელაშვილმა წარმოგვიდგინა და გაგვახსენა, რომ ზოგჯერ ახალი, კარგად დავიწყებული ძველია. შეიძლება ცოტათი ბანალურად ჟღერს, მაგრამ როდესაც მის გამოსვლას ნახავთ, საუკუნის წინანდელი კადრებით დარწმუნდებით ამაში.

მას შემდეგ, რაც გვესმის შესაძლებლობების, გვაქვს შთაგონება და მიზანი, დგება სტრატეგიის დრო. ირინა დუმბაძე (ACT), თემით – “ტურისტული ქვეყანა”. აქ რომ იმის გადმოცემა შემეძლოს, რამდენიც მან მისთვის გამოყოფილ დროში ისაუბრა, იმხელა გამოვა არცერთი ჟურნალი არ გამოაქვეყნებს. ეს იყო ჩამოყალიბებული სტრატეგია, რომლისგანაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, რომ სჯობს ვერიდოთ გაცვეთილ კლიშეებს და შევქმნათ რაიმე უნიკალური.

საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშვებასა და განხორციელებას სჭირდება რესურსი და კრეატივისა და ბიუჯეტის კარგი შეხამება. ნიკა გვენცაძემ (Geocell) თავის გამოსვლაში “კრეატივი და ბიუჯეტი”, დაამსხვრია სტერეოტიპი იმის 10390443_553781458066685_6200862255248942258_nშესახებ, რომ კარგი კომუნიკაცია მხოლოდ მაღალი ბიუჯეტის პირობებში იქმნება, წარმოგვიდგინა ამის დასტური “ფოლკსვაგენის”–გან და “TV11″–სგან. ამ უკანასკნელმა ძალიან გაგვართო. ასევე გვითხრა, რომ პირადად ის და “Geocell”–ი გახსნილები არაიან ნებისმიერი ახალი იდეის მოსასმენად. სიტყვაზე გიჭერთ 🙂

შემდგომი ეტაპი – მესიჯის მიწოდების ტექნიკა ვარიანტებს შორის ერთ–ერთია “Product Placement”, რომელიც აუცილებლად მსუბუქად და დახვეწილად უნდა გაკეთდესო, გვითხრა ირაკლი საღინაძემ (ფორმულა კრეატივი), გამოსვლაში – “ძალიან იაფი, მაგრამ უზომოდ ხარისხიანი ნაჯახით ჩადენილი მკვლელობის ქრონიკა” (ვაღიარებ, სათაური დავაკოპირე spotlight.ge–ს სპიკერების გვერდიდან, ვერაფრით დავიმახსოვრე). დამატებით გაგვამხნევა, რომ არ უნდა გვეშინოდეს შეცდომების აღიარების და თავისი მაგალითებიც წარმოგვიდგინა.

მაგრამ არც “Product Placement”, არც სპონსორობა და ნებისმიერი სხვა სარეკლამო ტექნიკა, არ უნდა ვაწარმოოთ ისე, რომ მას გაგრძელების, მომხმარებელთან ურთიერთობის პერსპექტივა არ დარჩეს. მომხმარებელთან შედეგიანი და უკუკავშირზე ორიენტირებული კომუნიკაციის შესახებ სხვადასხვა მაგალითებისა და ზღვა იუმორის შეზავებით
გვესაუბრა დავით ბირმანი (Bank Of Georgia) , თემით #OtherMarketing. თემის სახელწოდება ჰაშთეგით წერია. . . (მიზეზის გასაგებად გადადით ჰაშთეგზე #OtherMarketing)

10455638_553737198071111_7518023528400530387_n

ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯების განხორციელებით შესაძლებელია წარმოსახვითი რეალობის შექმნაც. ნათია კვაჭანტირაძემ (Wissol) სწორედ წარმოსახვით რეალობაზე ისაუბრა გამოსვლაში სახელწოდებით “ფიქციის როლი მარკეტინგში”, რომელიც ჩემს ჩანაწერებში მოხვდა აღწერილობით “Usa to georgia” (თემაში აშშ–ს სიჭარბის გამო). ეს იყო გამოსვლა, რომლის შუაში დარბაზიდან გასვლა მომიხდა და რაღაცები გამოვტოვე. თუმცა საბოლოოდ მისმა “ფიქციის როლმა მარკეტინგში” ნათია “Spotlight214″–ის საუკეთესო სპიკერად წარმოგვისახა.

10364054_553788151399349_1530097757574360855_n

მოკლედ, თუ პროცესს თანმიმდევრულად მივყვებით და გვექნება მცირეოდენი “ძაღლური ინტუიცია”–ც, შეიძლება ისეთ წარმატებასაც მივაღწიოთ, რომელსაც “მისტერ რექსის” გარდა ვერც ერთი “ძაღლი ვერ დაჰყეფს”. ყოველ შემთხვევაში თინათინ სტამბოლიშვილის (GPIH) თქმით, “მისტერ რექსი”–მ შეძლო დავალების შესრულება. სხვაა გამოხმაურებები და დამოკიდებულებები ამ კამპანიის თუ რეკლამის პერსონაჟის მიმართ.

ზოგადად კამპანიის წარმატებასა და გამოხმაურებების ურთიერთკავშირზე ბევრი შეიძლება ვისაუბროთ. თუმცა ერთი ფაქტია, რომ კამპანიის წარმატება იმის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ, მიღწეულ იქნა თუ არა მიზანი და არა იმით, როგორი გამოხმაურება მოჰყვა მას, ხალხი აღფრთოვანებულია თუ პირიქით – არ მოსწონს. პრინციპში ეს მივიღე იმისგან, რაც Gary Koeb–მა (TBC Bank) მუშკეტერებზე ისაუბრა.

სტერეოტიპები – თემა, რომლის სახელწოდებაც ყველაზე მეტ ინტერესს აღძრავდა ჩემში და მოველოდი, რომ სარეკლამო კომუნიკაციებში კლიშად გცეულ სტერეოტიპებზე მოვისმენდი – წარმოადგინა ბაჩო მებურიშვილმა (Betterfly). თუმცა “მე ბაღი ბაღი მეგონა, ყვავილებით და პეპლებით, აქ კი” სტერეოტიპებზე მეტად დამხვდა შემართება და რწმენა იმისა, რომ ქართველებსაც შეგვიძლია ხარისხიანის შექმნა. ბაჩო შეეცადა ეს მუხტი გადმოეცა ჩვენთვის.

10271488_553741544737343_2194335461755709153_nდა როგორც სპიკერების სიაში, ასევე აქაც ბოლო და მე–12–ე, ირაკლი კაკაბაძე (TV11) თემით – “კაზაჩოკების კომპლექსი” ეს იყო გამოსვლა, რომელშიც საკუთარი და გუნდის მარკეტინგული წარმატების შესახებ საუბროდა პროფესიონალი იუმორისტი. ირაკლიმ “რედბული” დაჩრდილა, როგორც ენერგეტიკმა, რომელმაც მოსმენითა და ჯდომით გადაღლილები ბევრჯერ გვაცინა და ტაში დაგვაკვრევინა.

რაც შეეხება საღამოს ორგანიზებას, მუსიკას, შესვენებისას გართობას და ა.შ. “Notorious B.I.G”–სა და “Chubb Rock”–ის ფირფიტების მოსმენამ შესვენებაზე და იქვე “Super mario”–მ და “Duck Hunt”–მა, რომელთა “ძველებურად” თამაში იყო შესაძლებელი 90–იანები გააცოცხლა და გამახსენა მაშინდელი ცნობილი შეკითხვა: ბრიუს ლი მოერევა თუ ვანდამი?

პასუხია: რემბო – Dj Rembo

სამწუხაროდ ღონისძიების ვიდეომასალა ჯერ არ დადებულა, რაღაცები რომ უკეთ გამეხსენებინა და მაპატიეთ თუ რაიმე გამომრჩა. თუმცა ამას ის პლიუსიც აქვს, რომ უარყოფითიც ნაკლები გამახსენდა. პირადად ჩემთვის, დამატებით, ეს იყო დიდი ხნის ნაცნობ, თუ იქამდე უცნობ ადამიანებთან სასიამოვნო ურთიერთობისა და ისევ და ისევ კომუნიკაციის შესაძლებლობა.

მადლობა და ველით “Spotlight2015″–ს

ირაკლი დოლიძე

კანის ფესტივალი 15-21 ივნისის ჩათვლით ჩატარდება

“ურთიერთდამოკიდებულება ცხოველებსა და მცენარეებს შორის” – ქართველი დიზაინერის Wer Michèlle-ის ახალი პროექტი