თბილისმა 8 ივნისს რიგით მეორე Spotlight-ს ექსპო ჯორჯიაში უმასპინძლა. პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიების ორგანიზატორია Marketer.ge და ის რეგიონის მასშტაბით ყველაზე დიდი მარკეტინგული ღონისძიებაა. წელს Spotlight-ზე 12 სპიკერი გამოვიდა.
დავით გელაშვილი (ბორჯომი), ირინა დუმბაძე (ACT),ნიკა გვენცაძე (Geocell), ბაჩო მებურიშვილი (Betterfly), გარი კოები (TBC ბანკი) დავით ბირმანი (საქართველოს ბანკი), თინათინ სტამბოლიშვილი (GPIH), თათა მორჩილაძე (ახალი ნათება), ირაკლი საღინაძე (Formula creative), კახა მაღრაძე (GEPRA), ირაკლი კაკაბაძე (TV11) და ნათია კვაჭანტირაძე (Wissol Group).
გამომსვლელთა ვიდეოები პერიოდულად დაიდება ოფიციალურ Facebook გვერდზე
www.fb.com/spotlightge
www.spotlight.ge