16
May
2014

Spotlight 2014 – ის სპიკერების ვინაობა უკვე ცნობილია !

16 May 2014

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 8 ივნისს თბილისი რიგით მეორე ქართულ მარკეტინგულ ღონისძიება Spotlight-ს მასპინძლობს.CoverII

როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, Spotlight 2014 ბევრად მასშტაბური იქნება. ამჯერად მას 350 დელეგატი ეყოლება. სასიამოვნო სიახლედ იქცა ის ფაქტი, რომ წელს შესაძლებელი იქნება ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა, რაც ყველა მსურველს მისცემს შანსს პირადად მოისმინოს 14 ძალიან საინტერესო ისტორია.  ბილეთები 20 მაისს www.biletebi.ge-ზე გაიყიდება და 25 ლარი ეღირება.

რაც შეეხება ღონისძიების ფორმატს, ის უცვლელია: Spotlight 2014-ს ეყოლება 14 სპიკერი, რომლებიც შეეცდებიან აუდიტორიას 13 წუთში  გაუზიარონ საკუთარი ცოდნა და პრაქტიკიდან მიღებული გამოცდილება.

ისევე როგორც წინა ღონისძიებაზე, ამჯერადაც საკმაოდ შთამბეჭდავია სპიკერების სია, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: დავით გელაშვილი  (ბორჯომი), ირინა დუმბაძე (ACT),  საშა კაცმანი (საქართველოს ბანკი), ნიკა გვენცაძე (Geocell), ბაჩო მებურიშვილი (Betterfly), გარი კოები  (TBC ბანკი) დავით ბირმანი (საქართველოს ბანკი), თინათინ სტამბოლიშვილი (GPIH), თათა მორჩილაძე (ახალი ნათება), ირაკლი საღინაძე (Formula creative), კახა მაღრაძე (GEPRA), ირაკლი კაკაბაძე (TV11),  ნათია კვაჭანტირაძე (Wissol Group), კონსტანტინე ბათმანიდი (Rustavi 2) .

Spotlight 2014-ის სპონსორები არიან: პლატინის სპონსორი – ბორჯომი, ოქროს სპონსორი – ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფი “ეისითი” (ACT), გენერალური სპონსორი – სარეკლამო კომპანია Patio Art, ვერცხლის სპონსორი – სავაჭრო ცენტრი “ქარვასლა”. ოფიციალური პარტნიორები: OTO|DEV, LIG Studio და Rembow. მხარდამჭერები: კასტელი, Diefenbach, კახეთის ტრადიციული მეღვინეობა (KTW), Mymaika.ge

ღონისძიების ოფიციალური მასპინძელია გამოფენების ცენტრი ექსპო ჯორჯია.

მედია მხარდამჭერები: TV11, PalitraTV, ტაბულა, რადიო იმედი, ჟურნალი გზა, Ipn.ge, Bpn.ge, Forbes, Caucasus Business Week, Wis.ge, Feme.ge, News.ge, Myvideo.ge, Pink.ge, FocusTV, Marketer.ge

 

განხილვა