in

თბილისი რიგით მეორე Spotlight-ს უმასპინძლებს!

Spotlight, რომელიც პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიებაა, ახალი ენერგიით უბრუნდება აუდიტორიას. ამჯერად ღონისძიება 8 ივნისს გაიმართება და მას გამოფენების ცენტრი ექსპო ჯორჯია უმასპინძლებს. პროექტის უცვლელი ორგანიზატორია Marketer.ge, პირველი ქართული ონლაინ ჟურნალი ბიზნესზე.

sp2014როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, Spotlight 2014 მის წინამორბედთან შედარებით ბევრად მასშტაბური სახის იქნება, რადგან ძალიან დიდია საზოგადოების მხრიდან დაინტერესება და დასწრების სურვილი. სწორედ ამიტომ, წელს Spotlight-ს 300 დელეგატი ეყოლება.

რაც შეეხება ახალი Spotlight-ის სპიკერებს, ამ ეტაპზე მათი ვინაობა არ სახელდება, მაგრამ როგორც მარკეტერში აცხადებენ, ძალიან მალე ეს ინფორმაციაც ცნობილი გახდება.

წინა ღონისძიებისგან განსხვავებით, ამჯერად ბილეთების გარკვეული რაოდენობა Biletebi.ge-ზე გაიყიდება, რაც ნებისმიერ მსურველს მისცემს ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობას. ეს სიახლე სასიამოვნო მოულოდნელობად იქცა აუდიტორიისათვის, რომელიც ასე მოუთმენლად ელოდა პროექტის გაგრძელებას.

ღონისძიების სპონსორები არიან: ოქროს სპონსორი – კომპანია ACT, ვერცხლის სპონსორი – სავაჭრო ცენტრი “ქარვასლა”. ღონისძიების ოფიციალური მასპინძელია გამოფენების ცენტრი ექსპო ჯორჯია.  ოფიციალური პარტნიორები: OTO|DEV და LIG Studio. მხარდამჭერები: კასტელი, Diefenbach, Mymaika.ge.

მედია პარტნიორები: TV11, რადიო იმედი, ჟურნალი გზა, რადიო პალიტრა, კვირის პალიტრა, Palitratv.ge, Caucasus Business Week, Wis.ge, Feme.ge, News.ge, Myvideo.ge Marketer.ge.

ფეხსაცმლის მსოფლიო ბრენდი სკეჩერსი თბილისში ორ მაღაზიას ხსნის

ზერო გრავიტაცია და წვენი კოსმოსში