in

Spotlight 2015-ის მიმოხილვა, გიგა აბულაძე!

24 მაისს, თბილისმა პირველ ქართულ მარკეტინგულ ღონისძიებას “Spotlight” უკვე მესამედ უმასპინძლა! Spotlight-ი ინტერნეტ ჟურნალ მარკეტერის ორგანიზებული მარკეტინგული სივრცე გახლავთ, რომელიც მიმართულია საქართველოში მარკეტინგის ხარისხისა და კულტურის სულ უფრო დასახვეწად და ქართველი მარკეტერების უკეთ წარმოსაჩენად.

სამწუხაროდ, საქართველოში მარკეტერები არ არიან განებივრებული მსგავსი ღონისძიებებით და შესაბამისად, ეს პროექტი სამართლიანად ინარჩუნებს წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მარკეტინგული მოვლენის სტატუსს.

spotlight-2015

გარდა ამისა, Spotlight-ი გახლავთ იდეალური სივრცე ბიზნესმენთათვის რომ დაამყარონ ახალი კონტაქტები მარკეტინგის სამყაროში, ამასთან ერთად გაიღრმავონ ხედვა და ცოდნა, შეისწავლონ ბიზნეს გარემო და მარკეტინგის ქართული თავისებურებები, შეიქმნან სწორი მოლოდინები. მოგეხსენებათ მარკეტინგის გარეშე არ არსებობს ბიზნესი, და პირიქით ბიზნესის გარეშე არ არსებობს მარკეტინგი.

დამსწრე საზოგადოება

Spotlight 2015-ზე დასწრების მსურველმა მარკეტერებმა ბილეთები biletebi.ge-ს მეშვეობით შეიძინეს, მიუხედავად იმისა რომ ბილეთების 80% პირველ 15 წუთში გაიყიდა, ვფიქრობ ეს სისტემა მაინც ძალიან კომფორტული იყო ყველასთვის. ღონისძიებას 420 ადამიანი დაესწრო, დარბაზი ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი ხალხით გახლდათ დაკომპლექტებული, ქართული მარკეტინგის ნაღები საზოგადოება აქტიურად იყო ჩაბმული ყოველი გამომსვლელის მონოლოგში!

კარგი იყო ორგანიზატორების ხედვა და შექმნილი სიტუაცია, რადგან ღონისძიებაზე დასწრების შანსი ჰქონდა ყველას!

biletebi-ge spotlight

ლოკაცია, გახსნა და გაფორმება

ყველაზე მაშტაბურ მარკეტინგულ ღონისძიებას, ჩვენს ქვეყანაში საუკეთესო მასპინძელმა Radisson Blu Iveria-მ უმასპინძლა!

რედისონის მიერ შემოთავაზებული სივრცე და სცენა ყოველთვის დაუვიწყარია, ღონისძიება გაიხსნა 14:05 წუთზე გრანდიოზული ცოცხალი მუსიკით, დასარტყამი ინსტრუმენტების შოუ, რომელმაც ყველა ააცეკვა და ნამდვილად ცეცხლი დაანთო როგორც სცენაზე ასევე თითოეული სტუმის გულში,

კარგად იყო განაწილებული სივრცე დარბაზში, კარგი აკუსტიკა, კონდიცირება, და ყველასთვის საკმარისი სივრცე.

გვყავდა ლაკონური, თავდაჯერებული და ძალიან პოზიტიური წამყვანი რომელმაც სცენაზე პირველი ღონისძიების პლატინის სპონსორი “პაშა ბანკი”-ს წარმომადგენელი ანანო ქორქია მოიწვია, ანანომ Spotlight-ს Book Challenge უსახსოვრა, რის შემდეგაც ვიხილეთ ოქროს სპონსორი “ბორჯომი”-ს 125 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ვიდეო რგოლი, რომელიც გადმოსცემდა ბორჯომის 125 წლიან ისტორიას.

ცოტა მოგვიანებით ასევე ცოცხალი მუსიკით გაგვამხიარულა ჯგუფმა “ყველა” სიმღერის პრეზენტაციით “სამშობლო დედაო ჩვენო” რომლებმაც შესვენების დაწყებისას შესანიშნავად შემოიტანეს დადებითი მუხტი ააცეკვეს და აამღერეს ყველა!

საერთო შეფასება

კარგი პრეზენტაცია ქონდა თითქმის ყველა გამომსვლელს, იუმორით და ემოციით გაჯერებული, რაც მთავარია კონკრეტული მაგალითებით და რეალური ფაქტებით, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენს ქვეყანაში ხდება ყოველდღიურად. ის უზარმაზარი გამოცდილება რომელიც იქნა გაზიარებული სცენიდან, ნამდვილად ფასდაუდებელია…

ეს იყო ღონისძიება რომლის დასრულების შემდეგაც არავინ არ დაუსვამდა საკუთარ თავს შეკითხვას – რა მივიღე/ვისწავლე ამ გამოსვლისგან? პირიქით, დარწმუნებული ვარ რომ უკვე ყველა მოუთმენლად ელოდება შემდეგ სფოთლაით 2016-ს!

ერთადერთი რაც აკლია ამ ღონისძიებას არის სპიკერის მიერ თემის წინასწარი გავლა, იგრძნობოდა 1-2 პრეზენტატორისგან ოდნავ ზერელე დამოკიდებულება.

Spotlight 2015 პრეზენტატორები:

ტარიელ ზივზივაძე (MARNET – Founder)

გამოსვლის თემა “[ღ]რუზინული მარკეტინგის თვისებები”

ტარიელ ზივზივაძე სფოთლაითი

პრეზენტატორი რომელმაც სათქმელი თავის სტილში ეფექტურად თქვა, “ქართული” ბიზნესის მარკეტინგის თვისებები ძალიან მკაფიოთ და ხელშესახებათ წარმოგვიჩინა, მიდგომების ახსნისას კარგად იყო თემასთან შეხამებული ნივთები, იმდენი რამ ქონდა მოტანილი (ღვინო, ყანწი, წიგნი, პერო..) ვიფიქრე ბოლოს ერთ ქილა ვაზელინსაც ამოიღებდა ყუთიდან ))) მარტივ და ცოტა გაცვეთილ თემებზე შეხების მიუხედავად, მან იმდენად კარგად შეძლო თემაში შესვლა რომ, არ გაჭირვებია თემის შეყვანა აუდიტორიის გულში.

ნათია ხვედელიძე (Silknet – Head of Branding and Marketing Communications)

გამოსვლის თემა “მარკეტინგის მეტრონომი”

ნათია ხვედელიძე - Spotlight

ვფიქრობ ცოტა ინერვიულა, გაუჭირდა საზოგადოების დაინტერესება, ბევრი ისაუბრა სილქნეტზე და სილქ TV-ზე, გამოსვლას აკლდა ენერგია და ღიმილი. მაგრამ გამოცდილებიდან გამომდინარე მაინც ბევრი რამის სწავლა იყო შესაძლებელი ამ გამოსვლიდან.

ალექსი ჩიქოვანი (Live Branding – Founder)

გამოსვლის თემა “ნეოფიტის გასაჭირი”

ალექსი ჩიქოვანი

ალექსი ძალიან გამოცდილია იმ საქმეში, რომელსაც ემსახურება. ეს იყო ძალიან გულწრფელი, იუმორით და ემოციით გაჯერებული ამ დღის ერთ-ერთი საუკეთესო პრეზენტაცია, რაც მთავარია კონკრეტული მაგალითებით თუ საიდან მოდის მოტივაცია, რამდენად მნიშვნელოვანია მუდმივად შრომა და ცოდნის გაღრმავება, პროფესიული ზრდა არასოდეს არ უნდა შეწყვიტო თორემ გაიჭედები, და საკუთარი მაგალითით გვიჩვენა თუ რა შედეგი იდება შემდეგ როდესაც მიაწვები! ალექსიმ ყველას გვისურვა შეგვექმნა ბრენდი რომელიც ოდესმე მსოფლიო ბრენდების სამოთხეში მოხვდება! ბოლოს კი ყველამ ერთხმად მივაწექით ალექსთან ერთად! ))

ეკა ყიფიანი (JWT Metro – Creative Director)

გამოსვლის თემა “პატარა კოსმონავტის სინდრომი: პირადი მიზნების ზემოქმედება შემოქმედებაზე”

ეკა ყიფიანი

პრეზენტაცია რომელმაც ალბათ ყველა დააფიქრა, კარგად იყო ახსნილი რომ არ უნდა გვეშინოდეს გარისკვისა და შეცდომის დაშვების, ასევე ხშირად ხდება რომ საზოგადოების თვალში მივიკერებთ წარმატებული, ნიჭიერი და ჭკვიანი ადამიანის იარლიყს, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და აქ არ მთავრდება არაფერი, ნუ მოვეშვებით და ვითომ კომპეტენტურები ნუ დავრჩებით, ეკამ მოყვა რამოდენიმე საკუთარ თავს გადახდენილი ამბავი, აღნიშნა რომ ბავშვობაში ბევრი რამ გამოტოვა იმიტომ რომ შეცდომის დაშვების ეშინოდა, ეს იყო ემოციით გაჯერებული ამ დღის ერთ-ერთი საუკეთესო პრეზენტაცია კარგი დასასრულით

მზია შარაშიძე (Tbilisi Zoo – Pr Manager)

გამოსვლის თემა “ჩემი საქმე და ცხოველები”

მზია შარაშიძე

მზიამ ბევრი გვესაუბრა ზოპარკზე, იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და წარმატებულია კომუნიკაცია, თუ მიწვდები მომხარებლის საბაზისო ღირებულებებს. ამასობაში გავიგეთ რომ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ზოპარკის პოსტების კრებული მალე თურმე დაიბეჭდება და წიგნის სახით გამოიცემა. ადამიანი რომელიც გამუდმებით საყვარლობებს პოსტავს ფეისბუქში, სცენაზეც ძალიან კარგი სანახავი და საინტერესო მოსასმენი იყო…

ირინე პეტრიაშვილი (Radisson BLU – PR and Marketing Manager, Georgia)

გამოსვლის თემა “კიევური რეცეპტები”

ირინე პეტრიაშვილი

თუ რამე აქცევს გამოსვლას განსაკუთრებულად, ეს პირველ რიგში არის სპიკერის მიერ მოთხრობილი საკუთარი ამბავი რომელსაც ემოციურად ყვება, ირინემ გაგვიზიარა საინტერესო მოგონებები, ბევრი რამ გვიამბო უკრაინის შესახებ, და თუ როგორ შეიძლება გამოიყენო ინოვაციური მიდგომები და სოციალური ქსელები კონკურენტული უპირატესობების მოსაპოვებლად. პრეზენტაცია კი დაასრულა საკუთარი ოჯახის მოგონებით, და გურამ პეტრიაშვილის ყველასთვის ცნობილი ფრაზა – მოგელანდებით!

გიორგი გარსევანიშვილი (Myvideo.ge – Founder)

გამოსვლის თემა “პროდუქტი, რომელიც თავის თავს ყიდის”

გიორგი გარსევანიშვილი

ვფიქრობ ამბის მოყოლისას ბევრი წვრილმანი და არც თუ ისე წვრილმანი დეტალი გამოტოვა, მხოლოდ გვითხრა რომ 1999 წელს ჯერ კიდევ ნავთქურების პერიოდში დაინტერესდა კომპიუტერული ტექნიკით და დაიწყო ამ განხრით მუშაობა, შემდეგ მოკლედ გვიამბო თუ როგორ დაიქოქა 2006 წელს Myvideo.ge, როგორ განვითარდა და დაიხვეწა ის წლების განმავლობაში. ბოლოს კი ვიხილეთ Fly.ge-ის ახალი სარეკლამო ვიდეორგოლი.

თაკო როდონაია (Geocell – Media Relation & External Communications Expert)

გამოსვლის თემა “ბაბუაწვერას ეფექტი”

თაკო როდონაია

კარგად მომზადებული პრეზენტაცია, საინტერესო თხრობის მანერით, გავიხსენეთ ჯეოსელის მიერ შექმნილი ყველასთვის ადაპტირებული იასამნისფერი სანაპირო ბათუმში, სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის sms სერვისი, გადაუდებელი დახმარების ცენტრში ჩაშვებული პროექტები და შშმ პირების ინტეგრაციის პროცესი,ასევე მრავალი სხვა რამ…

დავით ჯიბლაძე (TBCTVAD – Director)

გამოსვლის თემა “Fear and loathing in Marketing”

დავით ჯიბლაძე

დამტვრეული ქართული ენის მიუხედავად დავითი საკმაოდ კარგი პრეზენტატორი გამოდგა, მოკლედ მოიყვანა მაგალითები ამერიკულ მარკეტინგზე და რეალობაზე, საინტერესოდ ახსნა რომ ქართველებს გენეტიკაში გვაქვს მეამბოხეობა და კრეატივი, შემდეგ გვიამბო მტკვარში წყალქვეშა ნავის ჩაშვების იდეა და დაწუნებული ვირუსული კამპანია, ბოლოს კი ქონდა ძალიან საინტერესო პრემიერები იმ ვიდეორგოლების რომელიც მან მოამზადა მაგრამ ეთერში არ გაუშვეს..

ლევან მდინარაძე (ივენთ კომპანია REMBOW – Founder)

გამოსვლის თემა “აუდიო მარკეტინგი”

ლევან მდინარაძე

ლევანი ცოტას ნერვიულობდა და გაუგრძელდა სიტყვა, მიუხედავად იმისა რომ დღეს უზარმაზარი ღონისძიებების მართვა უხდება მან მუშაობა დაიწყო საშინაო ვიწრო ივეენთებზე, მან თავიდანვე კარგად შეისწავლა საცეკვაო მოედნის ფსიქოლოგია, საჭირო ბგერების და მუსიკის შერჩევა კლიენტისთვის, მოიყვანა საინტერესო მაგალითები, დაგვაფიქრა ბგერებზე და მათ ძალაზე, აღნიშნა რომ სამწუხაროდ რეკლმებს სულ ერთი და იგივე ხალხი ახმოვანებს საქართველოში, და ყველა ერთი ხმით გვესაუბრება, ბოლოს კი იცეკვა და ყველა გაამხიარულა 🙂

ოთო ბერიშვილი (Adjara Group – Business Development Manager)

გამოსვლის თემა “ტურიზმი – განვითარების ახალი ალტერნატივა”

ოთო ბერიშვილი

რეალურად ძალიან ინფორმაციული პრეზენტაცია, ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი ითქვა ტურიზმზე საქართველოში, მაგრამ ვფიქრობ დიდი მოცულობის ინფორმაციის გადმოცემა სრულად ვერ მოხდა გამოყოფილ დროში. პრეზენტაციას ნამდვილად გააუმჯობესებდა აუდიტორიის ჩართულობა, იუმორი და მეტი ღიმილი.ოთომ ბევრი ისაუბრა სასტუმროებზე, ტურიზმზე და ამ განხრით ინვესტიციებზე, მოგვიწოდა რომ მეტი ვესაუბროთ საქართველოზე ჩვენს უცხოელ მეგობრებს, აღნიშნა რომ ტურიზმი იზრდება და ნვითარდება…

სულხან ლაცაბიძე (Caucasus Online – Head of Marketing and PR department)

გამოსვლის თემა “იღბალი თუ პროფესიონალიზმი”

სულხან ლაცაბიძე

ძალიან სახალისო გამოსვლა, სულხანი თავის პრეზენტაციაში გამუდმებით იღბალს ცდიდა, რამოდენიმე საინტერესო ფაქტის და სტატისტიკის მოყოლის შემდგომ იყო დარბაზში მოსროლილი ჩოგბურთის ბურთი,და ერთი რიგითი მსმენელი ნიკას შანსი გამოვიდეს პრეზენტაციით შემდეგ Spotlight ზე, ბოლოს კი ისევ მცირე თამაში იღბალთან და ისევ ფიასკო :))

სოფო ჩოგოვაძე (Chief Marketing Officer – Wendy’s & Dunkin’ Donuts)

გამოსვლის თემა: “Mutualism” ანუ “ძალა ერთობაშია”

სოფო ჩოგოვაძე

საინტერესო და კარგად დამუშავებული პრეზენტაცია, სოფომ ისაუბრა 2 წლის წინ დაწყებულ პროცესებზე, ვენდის ორიგინალური დიზაინი და დარბაზი, როგორც აღმოჩნდა ჩილე და ქუვეითი ჩვენი დიზაინით ხსნიან ვენდისს და დანქინს, ბოლოს კი გვთხოვა დაიმახსოვრეთ – მუჩუალიზმიო 🙂

დავით გოგიჩაიშვილი (Night Show Studio – CEO)

გამოსვლის თემა “მარკეტინგის აზრზე არა ვარ, უბრალოდ აკოს უარი ვერ ვუთხარი”

დავით გოგიჩაიშვილი

ფანტასტიური პრეზენტატორი, ჩვეული იუმორით, რომელიც ხშირად იმეორებდა თემის სათაურს (მე მარკეტინგის აზრზე არა ვარ, უბრალოდ აკოს უარი ვერ ვუთხარი) ბოლოს სათსურს ლექსიც კი მიუძღვნა. იყო საინტერესო კითხვები, მაგალითად: ბანკებს – თქვენ ხომ არ ბაძავთ?ტაში! იყო ძალიან საინტერესო და სახალისო მაგალითები, დავითმა კარგად შემოულაწუნა მთელ ინდუსტრიას. ბევრი ხუმრობის მიღმა კი იყო ერთი მთავარი სათქმელი – შექმენი რაღაც ახალი და ნუ დაკარგავ კარგ იდეას მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ავტორი შენთვის ავტორიტეტი არ არის.

ფინალი:

14 პრეზენტაციის მოსმენის შემდეგ დამსწრე საზოგადოება აქტიურად ჩაება ხმის მიცემის პროცესში, ეს პროცესიც კარგად იყო ორგანიზებული და დაახლოებით 2 წუთში მომთავრდა, იგრძნობოდა რომ ყველას ეჩქარებოდა ხმის მიცემა საკუთარი რჩეულისთვის, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს კიდევ არ იყო ფინალი და როდესაც დარბაზში ელეგანტურად შემოაბიჯეს ყველასთვის საყვარელმა პაატა ბურჭულაძემ და ზაზა ფაჩულიამ ყველანი მივხვდით რომ წინ კიდევ უამრავი სიურპრიზი გველოდა!

მოგეხსენებათ ახალგაზრდა ლომების გამარჯვებული რომელიც საქართველოს სახელით კანში იასპარეზებენ გამოვლენილია! სწორედ აქ ღონისძიების ამ ნაწილში რამოდენიმე წუთი დავუთმეთ და საპატიო ქართველების ხელით (პაატა ბურჭულაძე, ზაზა ფაჩულია) დავაჯილდოვეთ ეს უნიჭიერესი ახალგაზრდები

spotlight-cannes

ახალგაზრდა ლომების გამარჯვებული გამოვლენილია!

  1. Gold – Windfor’s | Design: Zackharia Metreveli | Copywriter: Dimitri Vachnadze
  2. Silver – Branding.ge | Design: Anuka Kvezereli | Copywriter: Ani Chkoidze
  3. Bronze – Holmes & Watson | Design: Vano Saginashvili | Copywriter: Nikusha Antadze

გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება კანის ფესტივალზე და საქართველოს სახელით მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდებს დაუპირისპირდება! ჩვენ ყველამ წარმატება ვუსურვეთ მათ და მოუთმენლად ველით ფესტივალს.

ამასობაში კი ითვლებოდა ჩვენი მიცემული ხმები, გავაცილეთ ახალგაზრდა ლომები და პრეზენტატორებმაც სცენაზე მოიყარეს თავი, ყველა ამ პროცესს კი D.J. Rembow (ლევან მდინარაძე) აფორმებდა საუკეთესო სეტით..

საუკეთესო სპიკერად დასახელდა დავით გოგიჩაიშვილი! რომელიც დააჯილდოვა Crowne Plaza Borjom-მა შესანიშნავი უიქენდ-პაკეტით!

თავისი ფავორიტი გამოავლინა და ალექსი ჩიქოვანი დააჯილდოვდა პალიტრა-L-მაც, პრიზის შესახებ გვიამბო ქალბატონმა მარიკამ, ალექსი მომარაგდება მარკეტინგის სფეროს საუკეთესო წიგნებით.

შემდეგ იყო ტორტი, რომელიც გამარჯვებულმა სპიკერმა გაჭრა.

ორგანიზატორები:

მარკეტერის ჯგუფი, აკო ახალაია და მისი ოჯახი, დღესდღეობით ალბათ ყველაზე „მარკეტინგული“ ოჯახი საქართველოში, სწორედ ეს ხალხი ქმნის ყველაზე მაშტაბურ მარკეტინგულ ღონისძიებას ჩვენს ქალაქში! ამ ხალხის მიერ ჩატარებულ სამუშაოს ასე კარგად შესრულებას მართლაც კოლოსალური ძალისხმევა და ნებისყოფა ჭირდება, ღონისძიების ბოლო დღემდე მიყვანა საშინელი სტრესია და ბევრ ადამიანთან სწორ კომუნიკაციას საჭიროებს. მაგრამ ეს ჯგუფი იმდენად მოტივირებული მიუყვება თავის მიზნებს რომ სფოთლაითი სულ უფრო მეტ იდეურ თანამოაზრეებს იძენს და ბევრი ადამიანი ცდილობს მხარში ამოუდგეს ამ ღონისძიებას. დასაფასებელია ხალხი რომლებიც საკმაოდ წარმატებულ კარიერას ფლობენ აბსოლუტურად უსასყიდლოთ და ბიზნეს ინტერესების გათვალისწინების გარეშე როგორ ცდილობენ გააკეთონ ის რაც ასე ძლიერ ჭირდება ჩვენს ქვეყანას!

დიდი მადლობა სპონსორებს! მათი უმეტესობა პირველი Spotlight (2013)-დან მხარში უდგას ამ ღონისძიებას და ეს ნამდვილად სასიხარულოა! მათ გარეშე ეს პროექტი ვერ შედგებოდა.

ავტორი: გიგა აბულაძე

https://www.facebook.com/Dreammer1989

“Lenovo”-ს ახალი სახე

ნაყინი პოპის ახალი ვიდეო რეკლამა