in ,

Spotlight 2015 შედგა! რეგიონის ყველაზე მასშტაბური მარკეტინგული ღონისძიება!

24 მაისს, თბილისმა Spotlight 2015-ს უმასპინძლა. აღნიშნული პროექტი Marketer.ge-ს ინიციატივით უკვე მესამე წელია ტარდება და რეგიონის ყველაზე მასშტაბური მარკეტინგული ღონისძიებაა. მასში 14 – მა სპიკერმა და 420-მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა!

spotlight-2015

სპიკერები:

დავით გოგიჩაიშვილი (Night Show Studio), ოთო ბერიშვილი (Adjara Group), გიორგი გარსევანიშვილი (Myvideo.ge), დავით ჯიბლაძე (TBC TV), თაკო როდონაია (Geocell), სულხან ლაცაბიძე (Caucasus Online), ნათია ხვედელიძე (Silknet), ალექს ჩიქოვანი (Live Branding), ეკა ყიფიანი (JWT Metro), ტარიელ ზივზივაძე (Marnet), მზია შარაშიძე (Tbilisi Zoo), ირინე პეტრიაშვილი (Radisson BLU), სოფო ჩოგოვაძე (Dunkin’ Donuts & Wendy) და ლევან მდინარაძე (Rembow).

გამომსვლელები შეეცადნენ 13 წუთში გაეზიარებინათ აუდიტორიისთვის საკუთარი ცოდნა და გამოცდილება. თითოეული პრეზენტაცია თავისებურად უნიკალური და განსხვავებული იყო. სპიკერებმა უდავოდ შეძლეს ბევრი საინტერესო თემის წამოჭრა და აუდიტორიის ყურადღების გამახვილება სხვადასხვა მნიშვნელოვან პრობლემატიკაზე.

ღონისძიების ბოლოს დელეგატებმა საკუთარი რჩეული გამოავლინეს. Spotlight 2015-ის “საუკეთესო სპიკერის” წოდება დავით გოგიჩაიშვილმა მიიღო, რომელსაც საჩუქრად მთავარი პრიზი და 2 კაციანი საგზური გადაეცა, სასტუმრო Crowne Plaza Borjomi-სგან.sp2015-gogichaisvhili

Spotlight-ზე დაანონსდა „პაშა ბანკის“ მიერ ინიცირებული პროექტი – Spotlight Marketing Library, პროექტის მიზანია ერთ კომფორტულ სივრცეში მოუყაროს თავი მარკეტინგის, ბრენდინგის, PR და სხვა მომიჯნავე დარგების თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და გახადოს ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის.

SPOTLIGHT-bookchallange

ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართა ახალგაზრდა კანის ლომების ფესტივალის გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია. დიზაინის კატეგორიაში გამოვლენილი 3 გამარჯვებული გუნდის წევრები პაატა ბურჭულაძემ და ზაზა ფაჩულიამ დააჯილდოვეს. შეგახსენებთ, რომ ოქროს პრიზის მფლობელი სააგენტო ვინდფორსი გახდა, რომლის გუნდიშიც დიმიტრი ვაჩნაძე (კოპირაიტერი) და ზაქარია მეტრეველი (დიზაინერი) იყვნენ. გამარჯვებულები  20 ივნისს საქართველოს სახელით გაემგზავრებიან კანის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალზე და საქართველოს სახელით მთელი მსოფლიოდან წარმოდგენილ გუნდებს დაუპირისპირდებიან.

spotlight-cannes

Spotlight 2015-ი მადლობას უხდის პროექტის ყველა სპონსორს და მხარდამჭერს! http://spotlight.ge/partners-2015/

გამომსვლელთა ვიდეოები განთავსდება პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე:

www.spotlight.ge

https://www.facebook.com/spotlightge

Instagram-ის ახალი კონკურენტი – “Google Photos”

„თუ შრომა არ გეზარება და მიზანი გაქვს, აუცილებლად მიაღწევ“-დათო ჯაში