in ,

Spotlight 2016 შედგა! დარბაზის რჩეული ალექსანდრე კაცმანი გახდა!

Spotlight 2016 შედგა! ღონისძიება “რედისონ ბლუ ივერიაში“ სრული ანშლაგით ჩატარდა. 450 სტუმრის წინაშე 14 სპიკერი წარსდა. აუდიტორიის გადაწყვეტილებით, გამარჯვება და Spotlight 2016-ის საუკეთესო სპიკერის წოდება ალექსანდრე კაცმანმა მოიპოვა. ღონისძიება Spotlight-ის სპონსორებმა და წინა წლის გამარჯვებულმა, დავით გოგიჩაიშვილმა შეაფასეს.

kacmani spotlight 2016
ალექსანდრე კაცმანი

Spotlight 2016-ის გენერალური სპონსორის პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ექსპერტი დიანა თიგიშვილი ღონისძებას დადებითად აფასებს: „წლევანდელი Spotlight ძალიან კარგად იყო ორგანიზებული, ჩვენთვის, როგორც სპონსორისთვის, სამუშაო პროცესში ძალიან მარტივი იყო კომუნიკაცია საორგანიზაციო გუნდთან  და თავად ღონისძიებაზეც რაიმე თვალშისაცემი ხარვეზი არ ყოფილა, ყველაფერმა ძალიან ჰარმონიულად ჩაიარა.

უარყოფით მხარეებს ნამდვილად ვერ გავიხსენებ, თუმცა, ძალიან კარგი იქნება, თუ სამომავლოდ ყველა სპიკერი მაქსიმალურად დაიცავს ქრონომეტრაჟს. Spotlight-ის არც ერთი ღონისძიება არ გამომიტოვებია და სასიამოვნოა, რომ ყოველ წელს ის უფრო და უფრო იხვეწება, რაც საორგანიზაციო გუნდის დამსახურებაა. პაშა ბანკში ვთვლით, რომ Spotlight მნიშვნელოვანი სივრცეა მარკეტინგისა და რეკლამის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის ინფორმაციისა და გამოცდილების გასაზიარებლად.“

spotlight 2016

სფოთლაითის პლატინის სპონსორმა „ევროპაბეთმა“ ღონისძიებაზე დამსწრეთათვის პრიზად  2017 წლის კანის სარეკლამო ფესტივალის ბილეთი დააწესა. ღონისძიების მიწურულს კომპანიამ ერთი ადამიანი გააბედნიერა და იღბლიან მარიამ ჩიტაშვილს კანში ფესტივალზე დასწრების შესაძლებლობა აჩუქა. „ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორმა, ლაშა გოგუაღონისძიების ორგანიზაციული მხარე დადებითად შეაფასა, თუმცა მინუსებზეც ისაუბრა:

„ვფიქრობ, როგორც ყოველთვის, ღონისძიება ახლაც კარგად ორგანიზებული იყო და ამ მხრივ Spotlight ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. თუმცა, გაუგებარი იყო, თუ რისი თქმა სურდათ სპიკერებს მათი გამოსვლით: იყო ეს გამოცდილების გაზიარება, თუ უბრალოდ, საკუთარი თავის წარმოჩენა. თუკი Spotlight-ის კონცეფცია გამოცდილების გაზიარებაა, ამ შემთხვევაში სპიკერების მხრიდან ერთიანობა არ ჩანდა. ვფიქრობ, ღონისძიება სამომავლოდაც უნდა გაგრძელდეს, რადგან ბევრი ადამიანისთვის ეს ინსპირაციის წყაროა და ბევრი მთელი წლის განმავლობაში ელოდება ღონისძიებაზე დასწრებას.“

evropabet spotlight 2016 europabet spotlight 2016

ღონისძიება შეაფასა წინა წლის Spotlight-ის გამარჯვებულმა დავით გოგიჩაიშვილმა. მისი თქმით, ორგანიზება კარგი იყო, თუმცა სპიკერების გამოსვლის დონეს სათანადოდ არ მიიჩნევს: „ძალიან კარგია, როცა სპიკერები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ არა დიდაქტიკური გზით, არამედ რაღაცა სხვა ხერხებით, რომელიც გაცილებით უფრო სმენადი და შთამბეჭდავია ხოლმე. ზოგადი შთაბეჭდილებით (ეს ყველას არ ეხება), გამომსვლელებში ჭარბობდა დიდაქტიკა. შეიძლება მართლაც ჩვენზე დიდი გამოცდილება აქვს იმ ხალხს, იმაში, რა საქმესაც აკეთებენ, მაგრამ სფიჩებს ცოტა სხვა დინამიკა აქვთ ხოლმე. უფრო შთამბეჭდავი რომ იყოს, ამისათვის სპიკერებს ვურჩევდი, სხვა ხერხებით გადმოსცენ ხოლმე თავიანთი სათქმელი.

გამომსვლელების თემატიკას რაც შეეხება, საინტერესო და აქტუალური იყო და მარკეტინგს უკავშირდებოდა.  პრობლემა იყო ის, თუ როგორ გაშალეს და წარმოადგინეს ეს თემები სპიკერებმა. თვითონ სპიკერების ამ შემადგენლობამ და თემებმა ინტერესი გამოიწვია, რასაც ღონისძებაზე ანშლაგი ადასტურებს, თუმცა, რამდენად მოახერხეს სპიკერებმა ამ მოლოდინების დაკმაყოფილება, ეს კითხვა უკვე აუდიტორიას უნდა დავუსვათ. საერთო, სუბიექტური შთაბეჭდილებით რომ ვთქვათ, სპიკერებისგან აუდიტორია უფრო შთამბეჭდავ პრეზენტაციებს ელოდა, ვიდრე იყო.“

spotlight 2016

Leavingstone-ის კრეატივ დირექტორისა და თანადამფუძნებლის, ლევან ლეფსვერიძის თქმით, სპიკერების გამოსვლასთან დაკავშირებით, მისი მოლოდინები უფრო მაღალი იყო: „Spotlight ერთ სფეროში მოღვაწე ადამიანებს ერთად გვაგროვებს და გვაახლოვებს. ამ მხრივ, ღონისძიება დიდ მადლობასა და დიდებულ შეფასებებს იმსახურებს.

რაც შეეხება თემებსა და ზოგადად სპიკერებს, გაცილებით მეტს მოველოდი. ჩვენი ინდუსტრია იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ მგონია, მსგავს ღონისძიებებზე წამოყენებული თემებიც წლიდან წლამდე შესამჩნევად საიტერესო და უფრო ღირებული უნდა გახდეს. ახლა შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს წინა წლებთან შედარებით წინ კი არა, ცოტათი უკანაც წავედით. ვისურვებდი, გვქონოდა უფრო მეტი ისეთ გამოსვლა, რომლის ვიდეოსაც სიამაყით გავუზიარებდი ჩემს თანამოაზრე მეგობრებსა და თანამშრომლებს.“

spotlight 2016 gamarjvebuli spotlight 2016spotlight 2016 spotlight 2016 spotlight 2016spotlight 2016

Live Branding – სირბილის დროს დაბადებული “ცოცხალი” ბრენდის ისტორია

გახდი ”ოსტატი და მარგარიტას” მისტიკური სამყაროს ერთ–ერთი პერსონაჟი Google–თან ერთად