in , ,

10 სექტემბერს თბილისი ყველაზე მასშტაბურ ბიზნეს დღესასწაულს – Spotlight 2016-ს უმასპინძლებს!

 

Spotlight-ის ისტორია 2013 წელს იწყება. პროექტი Marketer.ge-ს ორგანიზებით ხორციელდება. ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება და ის პირველი და ყველაზე მასშტაბური ქართული ბიზნეს-დღესასწაულია. მარკეტერი პროექტის ავტორს – აკო ახალაიას ესაუბრა:

M: როდის ჩატარდება სფოთლაითი და როგორ შეიძლება ღონისძიებაზე მოხვედრა?

Spotlight 2016 logoწელს, სფოთლაითი 10 სექტემბერს ჩატარდება. Spotlight 2016-ის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გენერალურ სპონსორ პაშა ბანკს, პლატინის სპონსორ ევროპა ბეთს, ოქროს სპონსორ ACT-სა და ვერცხლის სპონსორ GPI Holding-ს ეკუთვნით. ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვინც 1 აგვისტოდან შეიძენს ბილეთს ვებგვერდზე www.biletebi.ge.

M: ვინ არიან წლევანდელი სპიკერები და როგორ მოხდა მათი შერჩევა?

წელს, როგორც ყოველთვის, ძალიან დიდი დრო დაეთმო სპიკერების შერჩევას. გვყავს ძალიან კარგი და გამოცდილი პროფესიონალები. ბევრ მათგანს საზოგადოება იცნობს, ნაწილს კი ახლა აღმოაჩენს. თუმცა, ის პროექტები და ის საქმე, რასაც ეს ხალხი აკეთებს, ყველასთვის ცნობილია და ბევრი ჩვენგანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. წელს, 14 სპიკერი გვეყოლება:

ნიკა გიგაური (ACT), თეიკო ლომინაძე (East Point), მათე აბესაძე (IKANO),რეზი ნიჟარაძე (Holmes & Watson), ნინო სუბელიანი (GEPRA), მარიკა ლორია (GEOCELL), ბიძინა გამცემლიძე (Entrepreneur), საშა კაცმანი (Bank Of Georgia), მარი ნაკანი (NAKANIMAMASAKHLISI), ნაჯა ორაშვილი (BASSIANI / MILKY WAY ), რეზო ჩარკვიანი ( ESM ), ნიკოლოზ მოწონელიძე (ABK), ნიკოლოზ ბოლქვაძე (SocialSharks), ერეკლე ინაშვილი (Art Director).

M: რას ნიშნავს “ეს დრო შენია, ახლა შენი დროა”?

რეალობაში, რომელსაც თუნდაც, ჩვენი ბიზნეს სფერო ეწოდება, ძალიან ბევრ “დროში” დაკარგულ ადამიანს შევხვედრივარ. მათ არ აქვთ საკმარისი ცოდნა საკუთარი პრობლემის შესახებ. დროის არასწორ აღქმას კი უმეტესწილად, სტრესი, შფოთვა და დეპრესია იწვევს.

ადამიანის განწყობა/ქცევა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ის დროს. ზოგი წარსულში ჩარჩა, ზოგი აბსტრაქტულ მომავალში ცხოვრობს, ზოგი საერთოდ ვერ უგებს… ჩვენი მიზანია, გავზარდოთ ცნობადობა ამ პრობლემის შესახებ და დავეხმაროთ ამ ადამიანებს საკუთარი თავის “თავიდან” აღმოჩენაში. სამწუხაროდ, ფსიქოგანათლება მთელ ქვეყანაში ძალიან დაბალ დონეზეა. ადამიანები სტრესსა და დეპრესიას არაეფექტური და ხშირად, გამანადგურებელი გზებით ებრძვიან, ეს შეიძლება იყოს ალკოჰოლიზმი ან ფსიქოტროპული წამლები, უამრავი გვერდითი ეფექტით. სინამდვილეში, გამოსავალი ადამიანშია და მის რაციონალურ ფიქრებში, აზრებში. თავიდან, ეს სიტყვები მხოლოდ ჩემი Facebook სტატუსი იყო და შემდეგ გავაკეთეთ ვიდეო. ტექსტის დახვეწაზე ზუკა ბერძენიშვილი დაგვეხმარა, ხმის ჩაწერაზე კი დავით ჟორჟოლაძე. ამ მიმრთულებით ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი.

M: წელს განახლდა ბრენდი, შეიქმნა დინამიური ლოგო, ახალი მიმართულებებიც ემატება…

პროექტზე ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთმა საუკეთესო დიზაინერმა ერეკლე ინაშვილმა იმუშავა და ვფიქრობთ, სამომავლო ღონისძიებები ოთხი მიმართულებით განვითარდეს. ეს იქნება ტრადიციული სფოთლაითი, სადაც რეკლამისა და მარკეტინგის სფეროს პროფესიონალები ისაუბრებენ და სამი ახალი მიმართულება: 1. ვიზუალური და აუდიო ხელოვნება 2. სტარტაპები და მათი გზა, როგორ მიაღწიეს წარმატებას 3. საქართველოში სხვადასხვა დონეზე მოქმედი მენეჯერები, მათი ქეისები, ისტორიები და ხედვები. ამ ახალი სივრცეების შექმნით, ჩვენ ვთვლით, რომ უფრო მეტ ადამიანს ვეხმარებით ფიქრისა და გამოცდილების გაზიარებაში, რაც, რა თქმა უნდა, ქვეყნის ყოველდღიურ ბიზნეს ცხოვრებაში უნდა აისახოს.

M: რა მოხდება 10 სექტემბერს?

10 სექტემბერს, ჩვენ შევქმნით დღეს, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ

ბილეთების შესაძენად: https://goo.gl/cyazpb

ოფიციალური Facebook: www.facebook.com/spotlightge

ვიდეო დახმარება ონლაინ – მომსახურება მათთვის, ვისაც ახალ ტექნიკასთან გამკლავება უჭირს

ვარსკვლავური ჟურნალი HELLO! უკვე საქართველოშია