24
May
2018

ცნობილია Spotlight 2018-ის პროგრამა!

24 May 2018

27 მაისს, თბილისი Spotlight-ს განახლებული ფორმატითა და მთავარი თემით – გამარჯვება“ უმასპინძლებს. ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი, ოქროს სპონსორი ჯიპიაი ჰოლდინგი, ვერცხლის სპონსორი Flit Group.წლევანდელი ღონისძიება განსხვავდება მისი წინამორბედებისგან. ღონისძიებას საგანმანათლებლო და სადისკუსიო ნაწილები შეემატა. დღის პირველ ნახევარში, 5 დარბაზში, ერთმანეთის პარალელურად, ჩატარდება ლექცია/მასტერკლასები და პანელ დისკუსიები. დამსწრე დელეგატები თავად, საკუთარი ინტერესების მიხედვით გადაწყვეტენ, რას დაესწრონ (გაადიდეთ ფოტო).„სფოთლაითის“ მეორე ნაწილი, რომელზე დასწრებასაც ყველა დელეგატი შეძლებს, ეთმობა ტრადიციულ ფორმატს, რომლის ფარგლებში 10 სპიკერი, 13 წუთში, აუდიტორიას გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას, ხედვასა და მოსაზრებას (გაადიდეთ ფოტო).ღონისძიების მხარდამჭერები: #განიქარვე , სტამბა, პრინტარეა, დელუქს დეველოპმენტი, SOCAR, REDIX, ალტაოქეი, ნიკორა სუპერმარკეტი, უნიქარდი, Orient Logic, ფინკა ბანკი საქართველო, ლიდერფუდი, Johnnie Walker, Red Bull, m2, Be Unique, King David, TON, ClipArt

Spotlight პირველი ქართული მარკეტინგული ღონისძიებაა. პროექტის მიზანია, ახალი სივრცის შექმნით, საქართველოს ბიზნესისა და მასში დასაქმებული ადამიანების განვითარება, ქართველი ბიზნეს სპიკერების გამოცდილების ამაღლება და მათთვის გლობალურ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა. Spotlight არის ადგილი, სადაც ქართველი პრაქტიკოსი პროფესიონალები მსმენელს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

განხილვა