Spotlight 2019 იწყება! წლის მთავარი მარკეტინგული მოვლენა 15 დეკემბერს გაიმართება. ღონისძიებაზე შეკრებილ 500-ზე მეტ სტუმარს Radisson Blu Iveria უმასპინძლებს. ღონისძიების მთავარი თემაა “ერთიანობა” – სიტყვა, რომელიც სიმარტივის მიუხედავად, ყველას თავისებურად ესმის – ზოგს პირველი გუნდური მუშაობა ახსენდება, ზოგსაც მეგობრული ერთიანობა, სხვები ერთიანობას სამშობლოს კუთხით განიხილავენ. სპიკერები “სფოთლაითის” სცენიდან ერთიანობაზე, მის მნიშვნელობასა და გაგებაზე ისაუბრებენ. ბილეთების შეძენა 27 ნოემბრიდან შეგეძლებათ. ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი.
Spotlight-ის ისტორია 2013 წელს იწყება. პროექტის ავტორია Marketer.ge პირველი ღონისძიება ფოკუსირებული იყო რეკლამის და მარკეტინგის ინდუსტრიაზე.
15 დეკემბერი Spotlight 2019-ის დროა!
