3 წლის შემდეგ Spotlight სრული მასშტაბით ბრუნდება! წლის მთავარი მარკეტინგული ღონისძიება, 27 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო პულმან აქსის თაუერსში ჩატარდება. მთელი დღის განმავლობაში, 700-მდე დელეგატი შეძლებს დაესწროს მასტერკლასებს, ვორკშოპებს, ინსპირაციულ გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს.
„სფოთლაითის“ სცენიდან, დამსწრე აუდიტორიას, 20-ზე მეტი სპიკერი გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას. ღონისძიების მოქნილად დაგეგმილი პროგრამა კი ნებისმიერ სტუმარს მისცემს საშუალებას შეხვდეს ძველ კოლეგებს და ახალი პარტნიორებიც შეიძინოს.
ღონისძიების ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე, 7 ნოემბერს, 19:00 საათზე დაიწყება. პირველი კალათის ბილეთების ფასია 100 ლარი.
ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი.
პარტნიორი: eTeam.
მხარდამჭერები: TON, Alliance Group, m², ბორჯომი, WOLT, თეთრი კვადრატი, Gulf, GPC, Maxtherm, Skoda, Kenari, Adwise, EKIMO, ლურჯი ოკეანე, ალდაგი, AccountAnts.












