in

„როცა ჩემი ფიქრების მართვა ვისწავლე“

საიუბილეო, მეათე Spotlight-ის ღონისძიების მთავარი თემა ხომ „მემკვიდრეობაა“… გახსოვთ, გასული წლების განმავლობაში, ერთად რომ „გავიმარჯვეთ“, „გავბედეთ“, „გავერთიანდით“, „ვცადეთ“?!. ახლა მემკვიდრეობის ჯერია, რომელსაც ზუსტად იმდენნაირად გავშლით, რამდენი გამომსვლელიცა და მსმენელიც შევიკრიბებით 23 და 24 დეკემბერს, „რადისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით!

10 წელი, 10 შეკითხვა – ბეკი ფანცხავა, ბრენდისა და კომუნიკაციების სპეციალისტი:

M: რა იცით და რა არ იცით ჩემ შესახებ?

იცით, რომ უცნაური სახელი მქვია და ცდილობთ, გამოთვალოთ, რამდენი წლის შეიძლება, ვიყო, თუ ამოცანის პირობის მიხედვით, 15 წლიანი გამოცდილება მაქვს.

არ იცით, რომ ყველაზე მეტად სახლიდან მუშაობა მიყვარს. 

M: საკუთარ თავში ყველაზე მეტად მიყვარს? და არ მიყვარს?

ყველაზე მეტად მიყვარს გამოუვალი სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნის უნარი. 

ყველაზე მეტად არ მიყვარს ჩემში პერფექციონიზმი და “Overthinking” – გადაჭარბებული ფიქრი.

M: მომენტი, როცა ვიგრძენი, რომ გავიმარჯვე და მომენტი, როცა მარცხი ვიგემე…

გავიმარჯვე, როცა ჩემი ფიქრების მართვა ვისწავლე. 

დავმარცხდი, როცა დროს არ გავუფრთხილდი. 

M: მახსოვს, როცა გავბედე და ისიც მახსოვს, როცა ვერ გავბედე…

მახსოვს, როგორ გავბედე უცხო ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა. 

მახსოვს, როცა ვერ გავბედე მაგისტრატურის აპლიკაციის ბოლომდე მიყვანა. 

M: კიდევ კარგი, ვცადე… და Რისი ცდა მინდა და ჯერ ვერ ვბედავ?

კიდევ კარგი, 2019 წელს, GYM-ში სიარული ვცადე და დღემდე, სავარჯიშო დარბაზს, რეგულარულად, კვირაში სამჯერ ვსტუმრობ. 

მინდა, ვცადო და დავწერო წიგნი, მაგრამ ვერ ვბედავ. 

M: ერთიანობა ვიგრძენი მაშინ, როცა… დაყოფაზე მახსენდება შემთხვევა, როცა…

ერთიანობა ვიგრძენი მაშინ, როცა მივხვდი, რომ ზოგჯერ შეჩერება და პაუზის გაკეთება აუცილებელია.

დაყოფაზე მახსენდება შემთხვევა, როცა სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი, 2 კვირაში ერთხელ, ჩემს შვილს 12 საათით ვნახულობდი და მერე ისევ უკან მივფრინავდი. 

M: როდესაც რაღაც ძალიან მიხარია, პირველი ადამიანი, ვისთვისაც გაზიარების სურვილი მაქვს, არის?

ჩემი მამა. 

M: რთულ/სტრესულ პერიოდებთან გამკლავების ჩემი ფორმულა არის?

შეინარჩუნე სიმშვიდე, შედი ოთახში, ყველაფერი კარგად გაანალიზე და დაიძინე (sleep on it). გამოსავალი შეიძლება, დაგესიზმროს, ახალგაღვიძებულზე ისევ იფიქრე და ჭეშმარიტებამდეც მიხვალ. 

M: ამბავი, რომლის მოყოლაც Spotlight-ზე მხოლოდ მე შემიძლია! რის შესახებაა და… „მემკვიდრეობასთან“ რა კავშირი აქვს და…

„სპოთლაითზე“ მე მოვყვები, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი იმის გაფრთხილება, რაც მემკვიდრეობით პირადად შენ გერგო. როგორ და რატომ უნდა ცადო, მომავალ თაობას მემკვიდრეობით რაიმე ღირებული გადასცე. 

M: ერთ მშვენიერ დღეს…

იმდენი დრო მექნება, რომ შეუმჩნეველი, პატარა დეტალებით აუჩქარებლად დავტკბები. 


ავტორი: თინათინ გეგენავა

ფოტო: ვახტანგ ალანია

რას ეძებდნენ ქართველები Google-ში 2023 წლის განმავლობაში?

Doritos-მა ლიქიორი გამოუშვა!