in

„პოზიტიური ცნობიერებისა და ენერგიის ძალა, რომელიც მემკვიდრეობას ქმნის“

საიუბილეო, მეათე Spotlight-ის ღონისძიების მთავარი თემა ხომ „მემკვიდრეობაა“… გახსოვთ, გასული წლების განმავლობაში, ერთად რომ „გავიმარჯვეთ“, „გავბედეთ“, „გავერთიანდით“, „ვცადეთ“?!. ახლა მემკვიდრეობის ჯერია, რომელსაც ზუსტად იმდენნაირად გავშლით, რამდენი გამომსვლელიცა და მსმენელიც შევიკრიბებით 23 და 24 დეკემბერს, „რადისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით!

10 წელი, 10 შეკითხვა – ბექა გოლეთიანი, „რედ ბულის“ სპორტის რეგიონალური მენეჯერი შუა აღმოსავლეთში:

M: რა იცით და რა არ იცით ჩემ შესახებ?

„Რედ ბულში“ რომ ვმუშაობ, 3 შვილი რომ მყავს და დუბაიში ვცხოვრობ. 

რა არ იცით? ალბათ, სოხუმელი რომ ვარ და აქამდე როგორ მოვედი. 

M: საკუთარ თავში ყველაზე მეტად მიყვარს? და არ მიყვარს?

მიყვარს ენერგია და არ მიყვარს ის, რომ ხანდახან მიდრეკილება მაქვს, [არსებულით] დავკმაყოფილდე… 

M: მომენტი, როცა ვიგრძენი, რომ გავიმარჯვე და მომენტი, როცა მარცხი ვიგემე…

როცა თვითმფრინავი ბურჯ ალ არაბის ჰელიპადზე დავსვით. 

მარცხი ვიგემე, როცა მეგობრები დამეღუპნენ… 

M: მახსოვს, როცა გავბედე და ისიც მახსოვს, როცა ვერ გავბედე…

მახსოვს, როგორ გავბედე ხიდიდან გადახტომა (ბანჯი-ჯამპინგი) გოგას ამბის მერე. 

ბევრჯერ ვერ გამიბედავს არაერთი რამ. 

M: კიდევ კარგი, ვცადე… და Რისი ცდა მინდა და ჯერ ვერ ვბედავ?

კიდევ კარგი, საქართველოდან წასვლა და საერთაშორისო დონეზე გასვლა, საკუთარი წარმატებული ბიზნესის დაწყება ვცადე. 

ჯერ ვერ ვბედავ „რედ ბულიდან“ წამოსვლას (ამას, ალბათ, უფრო დეტალური ახსნა უნდა, თუ საჭირო გახდა, ვიწრო წრეში…). 

M: ერთიანობა ვიგრძენი მაშინ, როცა… დაყოფაზე მახსენდება შემთხვევა, როცა…

მსოფლიო რბენის პირველ დღეს, კახეთში, ამდენი ბედნიერი ადამიანი რომ დავინახე.

დაყოფაზე, პირველ რიგში, პოლიტიკური საქართველო მახსენდება და გული მტკივა. 

M: როდესაც რაღაც ძალიან მიხარია, პირველი ადამიანი, ვისთვისაც გაზიარების სურვილი მაქვს, არის?

ანა, ჩემი მეუღლე და დედაჩემი. 

M: რთულ/სტრესულ პერიოდებთან გამკლავების ჩემი ფორმულა არის?

არ არსებობს გადაულახავი პრობლემა!

ხვალ ახალი დღე თენდება. ყველაზე ცუდს წარმოვიდგენ ხოლმე, რაღაცნაირად, ამის მიმღებლობა მაქვს და მერე გეგმას ვადგენ, მაგ სიტუაციაში როგორ არ მოვხვდე. ასევე, გამოძინება და დილიდან ახალი ენერგიითა და შემართებით, მზესთან ერთად დღის დაწყება კარგი გამოსავალია!

M: ამბავი, რომლის მოყოლაც Spotlight-ზე მხოლოდ მე შემიძლია! რის შესახებაა და… „მემკვიდრეობასთან“ რა კავშირი აქვს და…

პოზიტიური ცნობიერებისა და ენერგიის ძალა, რომელიც მემკვიდრეობას ქმნის.

M: ერთ მშვენიერ დღეს…

სოხუმში შევხვდებით! 


ავტორი: თინათინ გეგენავა

ფოტო: ვახტანგ ალანია

სანტა კლაუსი სიმსივნის წინააღმდეგ

„დაბადება ყველაზე წარმატებული მცდელობაა. კიდევ კარგი, ვცადე“