in

„ადამიანები ვისწავლით მოსმენას იმისთვის, რომ გავიგოთ და არა იმისთვის, რომ ვუპასუხოთ“

საიუბილეო, მეათე Spotlight-ის ღონისძიების მთავარი თემა ხომ „მემკვიდრეობაა“… გახსოვთ, გასული წლების განმავლობაში, ერთად რომ „გავიმარჯვეთ“, „გავბედეთ“, „გავერთიანდით“, „ვცადეთ“?!. ახლა მემკვიდრეობის ჯერია, რომელსაც ზუსტად იმდენნაირად გავშლით, რამდენი გამომსვლელიცა და მსმენელიც შევიკრიბებით 23 და 24 დეკემბერს, „რადისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით!

10 წელი, 10 შეკითხვა – დავით გოგიჩაიშვილი, ადამიანების მენეჯმენტის ტრენერი, მენეჯმენტ კონსულტანტი:

M: რა იცით და რა არ იცით ჩემ შესახებ?

არსებობს რაღაცები, რაც ვიცით, რომ არ ვიცით (Known Unknowns), თუმცა არსებობს რაღაცები, რაც არ ვიცით, რომ არ ვიცით (Unknown Unknowns).

M: საკუთარ თავში ყველაზე მეტად მიყვარს? და არ მიყვარს?

სხვისი დახმარების სურვილი;

როცა სხვისი დახმარება არ შემიძლია.

M: მომენტი, როცა ვიგრძენი, რომ გავიმარჯვე და მომენტი, როცა მარცხი ვიგემე…

თუ მარცხისგან ვსწავლობთ, მაშინ არც დავმარცხებულვართ და ე.ი. გავიმარჯვეთ!

M: მახსოვს, როცა გავბედე და ისიც მახსოვს, როცა ვერ გავბედე…

ჯობია, დაგვავიწყდეს ის, რაც ვერ გავბედეთ, ვიდრე დაგვავიწყდეს ის, რაც გავბედეთ.

M: კიდევ კარგი, ვცადე… და Რისი ცდა მინდა და ჯერ ვერ ვბედავ?

„არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე, რა გერგების!

არ თურ იცი, უგანგებოდ არათ კაცი არ მოკვდების?

მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების,

ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების“.

M: ერთიანობა ვიგრძენი მაშინ, როცა… დაყოფაზე მახსენდება შემთხვევა, როცა…

სფოთლაითზე შემოვდიოდი, ძველი ნაცნობი შემხვდა, აქ ნომერი მაქვს აღებულიო, მე კი პანელ-დისკუსიაში ვიღებდი მონაწილეობას, ანუ რითაც იმ მომენტში ვიყავით დაკავებულები მე და ჩემი ძველი ნაცნობი, ეგ გვყოფდა, ხოლო რედისონი გვაერთიანებდა. 

M: როდესაც რაღაც ძალიან მიხარია, პირველი ადამიანი, ვისთვისაც გაზიარების სურვილი მაქვს, არის?

ვინც გამახარა. 

M: რთულ/სტრესულ პერიოდებთან გამკლავების ჩემი სიბრძნე/ფორმულა არის?

„ჩემი სიბრძნე“ თავისთავად ოქსიმორონია

M: ამბავი, რომლის მოყოლაც Spotlight-ზე მხოლოდ მე შემიძლია! რის შესახებაა და… „მემკვიდრეობასთან“ რა კავშირი აქვს და…

სფოთლაითის მემკვიდრეობა არის დახმარება; რამდენ სპიკერს დაეხმარა, კარიერაში წინ წაიწია, რადგან მონაწილეობდა, რამდენმა დელეგატმა გაიცნო სხვა, ვისთანაც საქმიანი კავშირი დაამყარა, რამდენმა სპიკერმა ისწავლა ახალი რამ დელეგატისგან და რამდენმა დელეგატმა ისწავლა ახალი რამ და შთაგონება მიიღო სპიკერისგან, ბოლოს და ბოლოს, ოჯახები შეიქმნა. ამდენად, სფოთლაითის მემკვიდრეობა დახმარებაა, ბევრი მიმართულებით. 

შესაბამისად, მთავარი ამბავი დახმარებაა, რომლის მოყოლაც ყველას შეუძლია.

M: ერთ მშვენიერ დღეს…

ადამიანები ვისწავლით მოსმენას იმისთვის, რომ გავიგოთ და არა იმისთვის, რომ ვუპასუხოთ


ავტორი: თინათინ გეგენავა

ფოტო: ვახტანგ ალანია

„იცით, რომ მეძახიან ქუცას, მაგრამ არ იცით, რატომ“

სტეპში Night Talk-ის დროა!