in

„იცით, რომ მეძახიან ქუცას, მაგრამ არ იცით, რატომ“

საიუბილეო, მეათე Spotlight-ის ღონისძიების მთავარი თემა ხომ „მემკვიდრეობაა“… გახსოვთ, გასული წლების განმავლობაში, ერთად რომ „გავიმარჯვეთ“, „გავბედეთ“, „გავერთიანდით“, „ვცადეთ“?!. ახლა მემკვიდრეობის ჯერია, რომელსაც ზუსტად იმდენნაირად გავშლით, რამდენი გამომსვლელიცა და მსმენელიც შევიკრიბებით 23 და 24 დეკემბერს, „რადისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით!

10 წელი, 10 შეკითხვა –  გიორგი ქუცა რუხაძე, Copywriter:

M: რა იცით და რა არ იცით ჩემ შესახებ?

იცით, რომ მეძახიან ქუცას, მაგრამ არ იცით, რატომ.

M: საკუთარ თავში ყველაზე მეტად მიყვარს? და არ მიყვარს?

საკუთარ თავში მიყვარს დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობისა და იუმორის გრძნობა. არ მიყვარს დილით ადრე გაღვიძებული საკუთარი თავი.

M: მომენტი, როცა ვიგრძენი, რომ გავიმარჯვე და მომენტი, როცა მარცხი ვიგემე…

გავიმარჯვე, როცა ჩემი მოფიქრებული იდეა ტელევიზორში პირველად ვნახე. დავმარცხდი, როცა გადავწყვიტე, რომ ბიზნესის კეთება ჩემი საქმე იყო.

M: მახსოვს, როცა გავბედე და ისიც მახსოვს, როცა ვერ გავბედე…

გავბედე, წინასწარ გამეკეთებინა პერსონალური გამოფენის Facebook Event, რომლის მომზადებაც კი არ მქონდა დაწყებული. ვერ გავბედე ცურვის სწავლა, ვერასდროს.

M: კიდევ კარგი, ვცადე… და Რისი ცდა მინდა და ჯერ ვერ ვბედავ?

კიდევ კარგი, ვცადე, 27 წლის ასაკში ოფიციალურად გავმხდარიყავი ქოფირაითერი. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღებას ჯერ ვერ ვბედავ.

M: ერთიანობა ვიგრძენი მაშინ, როცა… დაყოფაზე მახსენდება შემთხვევა, როცა…

ერთიანობა ვიგრძენი მაშინ, როცა სააგენტოდან გუნდთან ერთად პირველად წავედი კლიენტთან შეხვედრაზე. 

დაყოფაზე მახსენდება, როცა სკოლაში გერმანულის გაკვეთილს ორი სხვადასხვა მასწავლებელი უძღვებოდა და მე ყოველთვის სუსტების ჯგუფში ვხვდებოდი.

M: როდესაც რაღაც ძალიან მიხარია, პირველი ადამიანი, ვისთვისაც გაზიარების სურვილი მაქვს, არის?

Სოფო. 

M: რთულ/სტრესულ პერიოდებთან გამკლავების ჩემი ფორმულა არის?

პირველ რიგში, იმის აღიარება, რომ ჩემს ცხოვრებაში, მსგავსი პერიოდი რეალურად დგას.

M: ამბავი, რომლის მოყოლაც Spotlight-ზე მხოლოდ მე შემიძლია! რის შესახებაა და… „მემკვიდრეობასთან“ რა კავშირი აქვს და…

მხოლოდ მე შემიძლია, ჩემეული ხედვა გავაცნო ხალხს, თუ როგორია სარეკლამო კომუნიკაცია დღეს, საქართველოში. მემკვიდრეობასთან კი ის კავშირი აქვს, რომ კომუნიკაციას ადამიანებს ტვინებში მემკვიდრეობასავით ვუტოვებთ.

M: ერთ მშვენიერ დღეს…

დავიბადე.


ავტორი: თინათინ გეგენავა

ფოტო: ვახტანგ ალანია

გაიტანეთ გრელანდია – დაუჯერებელი საჩუქრების ამბავი დაიწყო!

„ადამიანები ვისწავლით მოსმენას იმისთვის, რომ გავიგოთ და არა იმისთვის, რომ ვუპასუხოთ“