in

„მე აუცილებლად ავწევ თასს!“

საიუბილეო, მეათე Spotlight-ის ღონისძიების მთავარი თემა ხომ „მემკვიდრეობაა“… გახსოვთ, გასული წლების განმავლობაში, ერთად რომ „გავიმარჯვეთ“, „გავბედეთ“, „გავერთიანდით“, „ვცადეთ“?!. ახლა მემკვიდრეობის ჯერია, რომელსაც ზუსტად იმდენნაირად გავშლით, რამდენი გამომსვლელიცა და მსმენელიც შევიკრიბებით 23 და 24 დეკემბერს, „რადისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით!

10 წელი, 10 შეკითხვა – გიორგი ყიფიანი, საფეხბურთო კლუბ „თბილისის ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი:

M: რა იცით და რა არ იცით ჩემ შესახებ?

ალბათ, იცით, რომ ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია ფეხბურთთან. 

არ იცით, რომ ჩემი პირველი ოცნება ვიოლინოზე დაკვრა იყო. 

M: საკუთარ თავში ყველაზე მეტად მიყვარს? და არ მიყვარს?

მიყვარს, რომ შემიძლია, ბევრი დრო და ენერგია დავუთმო საკითხს, რომელიც მაინტერესებს.   

არ მიყვარს, რომ ვარ ზედმეტად და ხანდახან უადგილოდ ემოციური. 

M: მომენტი, როცა ვიგრძენი, რომ გავიმარჯვე და მომენტი, როცა მარცხი ვიგემე…

როდესაც „ლოკომოტივმა“ „დინამო მოსკოვი“ დაამარცხა, მაშინ გავიმარჯვე. 

დავმარცხდი, როდესაც მეორე ლიგაში რანგით დავქვეითდით. 

M: მახსოვს, როცა გავბედე და ისიც მახსოვს, როცა ვერ გავბედე…

გავბედე, რომ Spotlight-ზე გამოსვლას დავთანხმდი. 

ვერ გავბედე, რომ არ დავთანხმებულიყავი (ამ წუთს ყველაზე აქტუალური ესაა ჩემთვის).

M: კიდევ კარგი, ვცადე… და Რისი ცდა მინდა და ჯერ ვერ ვბედავ?

კიდევ კარგი, ვცადე, ამერჩია სფერო, რომელშიც ვარ. 

არ მახსენდება, რისი ცდა ვერ გავბედე. 

M: ერთიანობა ვიგრძენი მაშინ, როცა… დაყოფაზე მახსენდება შემთხვევა, როცა…

ერთიანობა ვიგრძენი მაშინ, როდესაც ჩემი გუნდის თითქმის ყველა წევრი დათანხმდა იძულებით ფინანსურ ცვლილებებს. ეს ხდებოდა პანდემიის პერიოდში. 

დაყოფაც ამ შემთხვევას უკავშირდება. იყვნენ ადამიანებიც, ვინც დაგვტოვეს. 

M: როდესაც რაღაც ძალიან მიხარია, პირველი ადამიანი, ვისთვისაც გაზიარების სურვილი მაქვს, არის?

რა თქმა უნდა, ჩემი ცოლი, სალომე.

M: რთულ/სტრესულ პერიოდებთან გამკლავების ჩემი ფორმულა არის?

რამდენიმე მაქვს: 

დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ; 

რაც უკვე მოხდა, იმას ვერ შევცვლით;

არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ვერ გადავჭრით. 

M: ამბავი, რომლის მოყოლაც Spotlight-ზე მხოლოდ მე შემიძლია! რის შესახებაა და… „მემკვიდრეობასთან“ რა კავშირი აქვს და…

მეტწილად, ეს იქნება ფეხბურთის შესახებ. 

ალბათ, მემკვიდრეობასთან აქვს პირდაპირი და ზუსტი კავშირი, რადგან ის სფერო, რომელშიც დღეს ვარ, სწორედ რომ საკუთარი ოჯახიდან მერგო. 

M: ერთ მშვენიერ დღეს…

მე აუცილებლად ავწევ თასს… 


ავტორი: თინათინ გეგენავა

ფოტო: ვახტანგ ალანია

გრინჰილში მწვანე დრაკონი გამოჩნდა!

HONOR X9b — თქვენი ახალი სმარტფონი!