in

„დაბადება ყველაზე წარმატებული მცდელობაა. კიდევ კარგი, ვცადე“

საიუბილეო, მეათე Spotlight-ის ღონისძიების მთავარი თემა ხომ „მემკვიდრეობაა“… გახსოვთ, გასული წლების განმავლობაში, ერთად რომ „გავიმარჯვეთ“, „გავბედეთ“, „გავერთიანდით“, „ვცადეთ“?!. ახლა მემკვიდრეობის ჯერია, რომელსაც ზუსტად იმდენნაირად გავშლით, რამდენი გამომსვლელიცა და მსმენელიც შევიკრიბებით 23 და 24 დეკემბერს, „რადისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით!

10 წელი, 10 შეკითხვა – ჯერონიმო, მუსიკოსი:

M: რა იცით და რა არ იცით ჩემ შესახებ?

სამწუხაროდ, ბევრი არაფერი.

M: საკუთარ თავში ყველაზე მეტად მიყვარს? და არ მიყვარს?

არ მიყვარს სიუხეშე, მიყვარს ყვრიმალები.

M: მომენტი, როცა ვიგრძენი, რომ გავიმარჯვე და მომენტი, როცა მარცხი ვიგემე…

ორივე შემთხვევაში, სამყაროს მადლიერი ვარ. ცხოვრებას გამარჯვებებად და დამარცხებებად არ ვყოფ, არამედ ვიღებ, როგორც მოცემულობას. 

M: მახსოვს, როცა გავბედე და ისიც მახსოვს, როცა ვერ გავბედე…

ცხოვრების ყველა ეტაპზე ყველაფრის გაბედვა მიწევს. მახსოვს ყველა გაბედვა, შესაბამისად, არ მახსოვს, რა არ გავბედე, ან ვერ გავბედე.

M: კიდევ კარგი, ვცადე… და Რისი ცდა მინდა და ჯერ ვერ ვბედავ?

დაბადება ყველაზე წარმატებული მცდელობაა. კიდევ კარგი, ვცადე.

ვცდიდი კიდევ.

M: ერთიანობა ვიგრძენი მაშინ, როცა… დაყოფაზე მახსენდება შემთხვევა, როცა…

მუსიკა, რასაც მე ვაკეთებ, ერთობაზეა დაფუძნებული. შესაბამისად, მის ირგვლივ ყველანაირი ადამიანი ერთიანდება. ერთობას ვგრძნობ, როცა ვთანაბრდებით. დაყოფა იწყება იქიდან, როცა ვიღაც ცდილობს, ეს სიმეტრია დაარღვიოს. 

M: როდესაც რაღაც ძალიან მიხარია, პირველი ადამიანი, ვისთვისაც გაზიარების სურვილი მაქვს, არის?

Პირველს, ვისაც ვუზიარებ, ჩემი ცოლია – გვანცა.

M: რთულ/სტრესულ პერიოდებთან გამკლავების ჩემი ფორმულა არის?

მე მუსიკა მშველის.

M: ამბავი, რომლის მოყოლაც Spotlight-ზე მხოლოდ მე შემიძლია! რის შესახებაა და… „მემკვიდრეობასთან“ რა კავშირი აქვს და…

არის რაღაცები, ჩემს პროფესიასთან დაკავშირებული, რომელიც მარტო მე შემიძლია, მოვყვე.

M: ერთ მშვენიერ დღეს…

ყველაფერს მიხვდები…


ავტორი: თინათინ გეგენავა

ავტორი: ვახტანგ ალანია

„პოზიტიური ცნობიერებისა და ენერგიის ძალა, რომელიც მემკვიდრეობას ქმნის“

ქართულმა სტარტაპმა 7 საერთაშორისო ფონდისგან $1.7 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა!