საიუბილეო, მეათე Spotlight-ის ღონისძიების მთავარი თემა ხომ „მემკვიდრეობაა“… გახსოვთ, გასული წლების განმავლობაში, ერთად რომ „გავიმარჯვეთ“, „გავბედეთ“, „გავერთიანდით“, „ვცადეთ“?!. ახლა მემკვიდრეობის ჯერია, რომელსაც ზუსტად იმდენნაირად გავშლით, რამდენი გამომსვლელიცა და მსმენელიც შევიკრიბებით 23 და 24 დეკემბერს, „რადისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით!
ვასკა ჩუბინიძე – ბრენდ სტრატეგი/თანადამფუძნებელი – „მილენიალ ჰაბი“:
M: რა იცით და რა არ იცით ჩემ შესახებ?
მიჭირს პასუხის გაცემა.
M: საკუთარ თავში ყველაზე მეტად მიყვარს? და არ მიყვარს?
მიყვარს ჩემი ADHD და მისგან გამოწვეული ჰიპერაქტიურობა. არ მიყვარს ჩემი სიმაღლის შიში.
M: მომენტი, როცა ვიგრძენი, რომ გავიმარჯვე და მომენტი, როცა მარცხი ვიგემე…
ერთ დიდ გამარჯვებას არ ველოდები, ყოველდღე პატარ-პატარა გამარჯვებებს ვაგროვებ, რომელსაც საწვავად ვიყენებ, რომ გრძელვადიანი მიზნის გზაზე ვიარო. ეს გზა შეიძლება, სწორი არ აღმოჩნდეს, თუმცა ყოველთვის შეგიძლია, გამოცდილება დააგროვო და თავიდან ცადო.
M: კიდევ კარგი, ვცადე… და Რისი ცდა მინდა და ჯერ ვერ ვბედავ?
გულით მიხარია ყველაფერი ახლის ცდა.
გამოვარჩევდი ღვინის ბრენდის შექმნის მცდელობას, რომელიც მეგობრებთან ერთად წამოწყებული, პირველი დამოუკიდებელი ბრენდი იყო („იკანო“). აქ გავუგე გემო გაბედულ ბრენდინგს და მერე „1000 ყლეობა გავაკეთე“.
პირველი, რაც თავში მომდის, პარაშუტით გადმოხტომაა, რისი გამბედაობაც, მე მგონი, უკვე მოვიკრიბე, თუმცა მჯერა, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.
M: ერთიანობა ვიგრძენი მაშინ, როცა… დაყოფაზე მახსენდება შემთხვევა, როცა…
ერთიანობა ვიგრძენი მაშინ, როცა რუსული კანონი სწორი მიმართულებით გავუშვით.
დაყოფაზე მახსენდება შემთხვევა, როცა …
M: როდესაც რაღაც ძალიან მიხარია, პირველი ადამიანი, ვისთვისაც გაზიარების სურვილი მაქვს, არის?
ჩემი სიყვარული, ელენე ჟვანია და ჩემი მეგობარი/პარტნიორი, გიორგი ტაბატაძე.
M: რთულ/სტრესულ პერიოდებთან გამკლავების ჩემი ფორმულა არის?
გართობა.
M: ამბავი, რომლის მოყოლაც Spotlight-ზე მხოლოდ მე შემიძლია! რის შესახებაა და… „მემკვიდრეობასთან“ რა კავშირი აქვს და…
სფოთლაითზე „ვისოლის“ რებრენდინგის ქეისზე მოგიყვებით, თუმცა მხოლოდ მე არა. ერთად – სალომე გველესიანსა და გიორგი ტაბატაძესთან.
M: ერთ მშვენიერ დღეს…
ყველაფერი კარგად იქნება.
ავტორი: თინათინ გეგენავა
ფოტო: ვახტანგ ალანია